„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1747-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.103176
1747-Vმს-XIმპ
23/06/2026
ვებგვერდი, 26/06/2026
450140000.05.001.103176
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 პუნქტი:

„341. იმ ლიცენზიის მოქმედების ვადა, რომელსაც ამ კანონის 39-ე მუხლის ან/და ამ მუხლის 34-ე პუნქტის შესაბამისად გაგრძელებული მოქმედების ვადა 2026 წლის 31 დეკემბერს ეწურება, გაგრძელდეს 2031 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო გადასახდელს, რომელიც გამოიანგარიშება კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად, აგრეთვე სალიცენზიო მოსაკრებელს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

23 ივნისი 2026 წ.

N1747-Vმს-XIმპ