დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1772-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390000000.05.001.103217 |
|
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.05.2020, სარეგისტრაციო კოდი: 390000000.05.001.019838) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ10“ ქვეპუნქტი: „ჰ10) ტყის ფიზიკური დაცვა − უშუალოდ ტყის მართვის ორგანოს მიერ მისი მართვისადმი დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიის ფიზიკური დაცვა უკანონო ტყითსარგებლობისა და ტყის რესურსების დატაცებისგან.“. 2. მე-12 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამინისტრო კერძო მესაკუთრის ინიციატივით ან მასთან შეთანხმებით, ამ მუხლის შესაბამისად ამზადებს და ტყის სტატუსის განმსაზღვრელ კომისიას წარუდგენს შუამდგომლობას კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქართველოს მთავრობა ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ, თუ ეს ტერიტორია ბუნებრივადაა გატყევებული და აკმაყოფილებს ამ კოდექსით განსაზღვრული ტერმინის „ტყე“ განმარტების მოთხოვნებს.“. 3. 21-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს ქმნის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.“; ბ) მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები: „ო) აუქციონის წესით გასცემს ხეტყის დამზადების უფლებას სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ტყეკაფზე; პ) უზრუნველყოფს ტყის ფიზიკურ დაცვას.“; გ) მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 4. 38-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაინტერესებული პირი ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“−„ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ტყით სპეციალური სარგებლობის სახეებს ახორციელებს ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იდება შესაბამისი აუქციონის შედეგების გათვალისწინებით, ამ კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად. ამ ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ეხება ტყის მართვის ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამეურნეო ჭრის განხორციელებას.“. 5. 39-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყის მართვის ორგანო ტყის მდგრადი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, ამ კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მერქნის დასამზადებლად ახორციელებს სახელმწიფო ტყით სპეციალურ სარგებლობას. ამასთანავე, ხეტყე შეიძლება დაამზადოს ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ტყის მართვის ორგანოს ზედამხედველობით.“. 6. 50-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები: „3. ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირი სამეურნეო ჭრით ხეტყეს ამზადებს ტყის მართვის ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მისი ზედამხედველობით. ამ უფლების მოპოვებით ეს პირი ტყითმოსარგებლე ხდება. აღნიშნული პირი იხდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძველია ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება.“. 7. 51-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, საქართველოს ტყეში) ხეტყით სარგებლობასთან, ხეტყის მოძრაობასა და პირველად გადამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით ტყის მართვის ორგანოს შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში. ეს სისტემა საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ნაწილია და მისი წარმოების წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემას აწარმოებენ ამ კოდექსის 21-ე მუხლით განსაზღვრული ტყის მართვის ორგანოები, აგრეთვე სხვა სათანადო პირები მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 8. 52-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყის მართვის ორგანო ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დასამზადებლად ტყით სპეციალურ სარგებლობას ახორციელებს ამ კოდექსის საფუძველზე, ტყის მართვის მიზნებიდან გამომდინარე ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული მეწარმე ფიზიკური პირისთვის ან/და იურიდიული პირისთვის შესაბამისი უფლების მინიჭებით.“. 9. 53-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული მეწარმე ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების წესი, მათ შორის, ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული მეწარმე ფიზიკური პირისთვის ან/და იურიდიული პირისთვის შესაბამისი უფლების მინიჭების წესი, დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.“. 10. 71-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. თუ ხეტყეს ხეტყის დამზადების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირი ამზადებს, ტყის მართვის ორგანო ვალდებულია განახორციელოს ამ პროცესის კონტროლი, რაც მოიცავს ადამიანური რესურსების, ტექნიკური საშუალებებისა და კონტროლის განხორციელების სხვა მექანიზმების გამოყენებას, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით. აღნიშნული კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.“. 11. 92-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის ამოქმედებამდე ტყითსარგებლობის სფეროში მიჩენის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად დადებული ხელშეკრულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი მოქმედების ვადის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააგრძელოს ეს ვადა. ამ შემთხვევაში მიჩენის ჯამური ვადა 49 წელს არ უნდა აღემატებოდეს.“. 12. 93-ე მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების ხეტყით (მრგვალი ხეტყე (მორი) და საშეშე მერქანი) უზრუნველსაყოფად დაშვებულია დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ტყეში სამეურნეო ჭრით, სანიტარიული ჭრით, მოვლითი ჭრით და სარეკონსტრუქციო ჭრით ხეტყის დამზადება, აგრეთვე ამ კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შემთხვევაში განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნის გაცემა დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, 2027 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 13. 96-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 31 ივლისამდე დაამტკიცოს „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი“. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 24 ივნისი 2026 წ. N1772-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები