„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1754-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.103174
1754-Vმს-XIმპ
23/06/2026
ვებგვერდი, 26/06/2026
010320000.05.001.103174
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-20 და 21-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის სახელფასო დანამატი

1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა) სახელფასო დანამატი არ ეძლევათ.

2. საქართველოს მთავრობის წევრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისთვის, შეიძლება მიეცეთ სახელფასო დანამატი ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

მუხლი 21. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის ფულადი ჯილდო

1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა) ფულადი ჯილდო არ ეძლევათ.

2. საქართველოს მთავრობის წევრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს მათთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.“.

2. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო დაწესებულებაში (გარდა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებისა) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა − საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. ამ შეზღუდვებიდან გამონაკლისი დაიშვება საჯარო დაწესებულების შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

23 ივნისი 2026 წ.

N1754-Vმს-XIმპ