დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1767-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300190000.05.001.103232 |
|
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.06.2023, სარეგისტრაციო კოდი: 300190000.05.001.020929) 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. 2027 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ნაცვლად ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად სააგენტოს წარედგინოს ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების გაანგარიშების შესახებ პროექტი ან/და ინფორმაცია ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების პირობების შესახებ, ხოლო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელზე „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული წყალსარგებლობის ვადა და პირობები გავრცელდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 24 ივნისი 2026 წ. N1767-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები