დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 145/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240080000.18.011.016997 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 23/09/2020; ს/კ: 240080000.18.011.016504) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) მმართველობის ანგარიშგება – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ანგარიშგება.“. 2. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ავტორიზებული საინვესტიციო კომპანია, რომელიც ვალდებულია, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოამზადოს მმართველობის ანგარიშგება, აღნიშნულ ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს და აქვეყნებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წლიურ ანგარიშთან ერთად.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო კომპანიის მიერ ეროვნული ბანკისთვის ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებს, მმართველობის ანგარიშგებას (ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში), ასევე აქტივების მმართველი კომპანიის მიერ მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული ან აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის მომზადებულ და ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.“. 3. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საინვესტიციო ფონდის აქტივების ღირებულების, აგრეთვე იმ ინსტრუმენტების, აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, რომლებითაც საინვესტიციო ფონდი ძირითადად ახორციელებს ვაჭრობას/საქმიანობას და საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ძირითადი სფეროებისა და კონცენტრაციის შესახებ ინფორმაცია.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ეროვნული ბანკი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ავტორიზებული, აღიარებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის აქტივების ღირებულების შესახებ ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო ფონდს დანიშნული ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, ინფორმაცია ქვეყნდება აგრეგირებულად, აქტივების მმართველი კომპანიის მართვის ქვეშ მყოფი ავტორიზებული/აღიარებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების ჭრილში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები