დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016812 |
|
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/09/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016527) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი აგვისტოდან. |
|
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური |
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებითა და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შოთა რუსთაველის ქ. №90. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ან განყოფილების უფროსი. 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისგან. 4. განყოფილების საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსის მოადგილე, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ან განყოფილების უფროსი. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება განისაზღვრება მერიის დებულებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 8. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; ბ) კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილება. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაციას; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების კოორდინაციას; ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) მატერიალური და არამატერიალური (ეთნოგრაფიული მასალები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები) კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, მემორიალურ, რელიგიურ ესთეტიკურ, მხატვრულ, მეცნიერულ, ტექნიკურ, თუ სხვა ღირებულებათა აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას; ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენასა და შესაბამისი ორგანიზაციების დაუწყებას შემდგომი ექსპერტიზისა და კლასიფიკაციისთვის; შესაბამისი პროფილის საქართველოს სხვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; თ) მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების მიზნით ამ პროფილის საგანმანათლებლო საქმიანობის, პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობას; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელებას; ი) უფლებამოსილი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუზეუმო სისტემის განვითარების ხელშეწყობას, მისი მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობას; კ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფას. განათლებისა და კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება |
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს; გ) სააღმზრდელო დაწესებულებების კოორდინაციას და მონიტორინგს; დ) სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა რეესტრის წარმოებას; ე) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ვ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ზ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების კოორდინაციას; თ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში; კ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; ლ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება |
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მატერიალური და არამატერიალური (ეთნოგრაფიული მასალები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები) კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, მემორიალურ, რელიგიურ, ესთეტიკურ, მხატვრულ, მეცნიერულ, ტექნიკურ თუ სხვა ღირებულებათა აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას; დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენასა და შესაბამისი ორგანიზაციების დაუწყებას შემდგომი ექსპერტიზისა და კლასიფიკაციისთვის; შესაბამისი პროფილის საქართველოს სხვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; ე) მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების მიზნით ამ პროფილის საგანმანათლებლო საქმიანობის, პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობას; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელებას; ვ) უფლებამოსილი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუზეუმო სისტემის განვითარების ხელშეწყობას, მისი მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობას; ზ) მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკდავყოფას. განათლებისა და კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; თ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ი) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; კ) საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობას; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
|
მუხლი 6.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა |
დებულების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერის წარდგინებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები