„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1811-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.103190
1811-Vმს-XIმპ
25/06/2026
ვებგვერდი, 29/06/2026
430020000.05.001.103190
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61−6პუნქტები:

„61. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობის შესაბამის დონეს, ან ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენაში, ხოლო ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში იგი ვალდებულია ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო ენის გამოცდა.

62. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დასაგროვებელი მაქსიმალური კრედიტების ერთ მესამედზე მეტს ვერ დააგროვებს, მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება.

63. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს შეუწყდა საქართველოში ყოფნის ვადა ან/და მის მიმართ მიღებულ იქნა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტოს.

64. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა, აღუდგინოს ეს სტატუსი, თუ ამის შედეგად აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა საერთო რაოდენობა არ გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი ადგილების ზღვრულ რაოდენობას.

65. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

2. 521 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72−76 პუნქტები:

„72. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობის შესაბამის დონეს, ან ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენაში, ხოლო ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში იგი ვალდებულია ჩააბაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო ენის გამოცდა.

73. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დასაგროვებელი მაქსიმალური კრედიტების ერთ მესამედზე მეტს ვერ დააგროვებს, მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება.

74. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს შეუწყდა საქართველოში ყოფნის ვადა ან/და მის მიმართ მიღებულ იქნა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტოს.

75. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა, აღუდგინოს ეს სტატუსი, თუ ამის შედეგად აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა საერთო რაოდენობა არ გადააჭარბებს საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი ადგილების ზღვრულ რაოდენობას.

76. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პერიოდულობა, აგრეთვე სწავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

3. 862 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აისახება ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების პერსონალური მონაცემები  (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები), ასევე ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 521 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის მიხედვით დაგროვებული კრედიტების რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ მონაცემები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაცია/მონაცემები ხელმისაწვდომია:

ა) სამინისტროსთვის და მის სისტემაში შემავალი იურიდიული პირებისთვის;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის;

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის;

ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაცია/მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად, შესაბამისი ფუნქციის შესრულებისთვის აუცილებელი მოცულობით.“.

4. 864 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 864. პასუხისმგებლობა უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის/მონაცემების სისწორისა და სისრულისთვი

1. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის/მონაცემების სისწორისა და სისრულისთვის პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის/მონაცემების აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი.

2. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 521 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის 3 სამუშაო დღის ვადაში აღურიცხველობის ან/და აღრიცხვის წესის დარღვევის შემთხვევაში ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის წარსადგენი, უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატების (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის განსაზღვრა;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პერიოდულობის, აგრეთვე სწავლის წესისა და პირობების განსაზღვრა.

2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომობა.

3. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიაწოდოს უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის სასწავლო პროცესსა და სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის მიხედვით დაგროვებული კრედიტების რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ მონაცემები.

4. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციასთან ერთად გამოითხოვოს უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის სასწავლო პროცესსა და სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, მობილობის, სასწავლო წლის მიხედვით დაგროვებული კრედიტების რაოდენობისა და სწავლის დასრულების შესახებ მონაცემები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1811-Vმს-XIმპ