დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1833-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.05.001.103227 |
|
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) გენერალური აუდიტორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრები;“. 2. მე-14 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით, ელექტრონულად შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ მუხლის თანახმად მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია.“; ბ) 54 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 55 პუნქტი: „55. გენერალური აუდიტორი უფლებამოსილია ობიექტური გარემოებების არსებობისას მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესავსებად კანონით განსაზღვრული ვადის არაუმეტეს 1 თვით გაგრძელების/განსაზღვრის შესახებ.“; გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ქვეყნდება მისი წარდგენიდან 2 თვის ვადაში. თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია გამოქვეყნებამდე ექვემდებარება შემოწმებას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ დეკლარაციაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შესაბამის თანამდებობის პირს მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე სათანადო დეკლარაციის წარდგენიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში და მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს არაუმეტეს 1 თვის ვადას. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა ამ დეკლარაციის გამოქვეყნებამდე დაუშვებელია. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელება თანამდებობის პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის არსებობისთვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისგან. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურაში კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ წარდგენილ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაზე.“. 3. 181 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ამ დეკლარაციაში არასრული, არასწორი მონაცემების ან/და ამ კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში.“. 4. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი: „14. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის პროცესში თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან/და აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასრულად წარდგენა გამოიწვევს ამ თანამდებობის პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1833-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები