დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 მაისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.130.016563 |
|
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 მაისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 მაისის №7 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/06/2026 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016551) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთები შემდეგი ოდენობით: ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე: ა.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის: ა.ა.ა) მეორე კლასის საცხოვრებელი სახლისათვის – 1 ლარი; ა.ა.ბ) მესამე და მეოთხე კლასის საცხოვრებელი სახლისათვის – 2 ლარი; ა.ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის – 8 ლარი; ა.გ) ამ პუნქტის „ა.ა“–„ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, სხვა მშენებლობისთვის: ა.გ.ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის – 1 ლარი; ა.გ.ბ) ყველა სხვა მშენებლობისთვის − 5 ლარი; ბ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის – 1 ლარი; გ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს: გ.ა) II კლასის ობიექტებისთვის – 50 ლარს; გ.ბ) III კლასის ობიექტებისთვის − 150 ლარს; გ.გ) IV კლასის ობიექტებისთვის − 300 ლარს.“. 2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 1. მოსაკრებლის გადახდისაგან სრულად განთავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
2. სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ყველა სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა შემცირდეს 50 პროცენტით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები