,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 08/02/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 29/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.009.955
  • Word
91
08/02/2007
სსმ, 18, 08/02/2007
200.250.000.22.033.009.955
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.009.955

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №91

2007 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქარ­თველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში (სსმ III, №172, მუხ. 2342) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ,,საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.     დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რომელიც აითვლება საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის 25-ე გრაფაში მითითებული შევსების თარიღიდან (ექსპორტის საბაჟო რეჟიმის დროს ფიზიკური პირის მიერ გასატან საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატება 3000 ლარს).“.

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ,,მსუბუქი ავტომანქანების იმპორტის, ექსპორტის, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, დროებითი შემოტანის, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციების დროს.“;

გ) მე-5 მუხლის  მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დეკლარაციის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე და რომელთაგან თითო­ეული მათგანი სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში. დაუშვებელია ერთ დეკლარაციაში გაცხადდეს ერთზე მეტი ერთი და იმავე 11-ნიშნა კოდის და ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყნის საქონელი.

4. სასაქონლო პარტიის ერთ დეკლარაციაში დეკლარირებისას მის ძირითად ფურცელს შეიძლება დაერთოს არა უმეტეს 33 დამატებითი ფურცლისა და ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს არა უმეტეს 100 დასახელების საქონელი.

5. იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო პარტია შედგება 100-ზე მეტი დასახელების საქონლისაგან, მაშინ 100-ის შემდეგ პარტიაში შემავალ ყოველ მომდევნო 100 დასახელებამდე საქონელზე ივსება ახალი დეკლარაცია.“;

დ) მე-6 მუხლის 33-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,33. ამ მუხლის 32-ე პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების არარსებობა წარმოადგენს საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის საფუძველს.“;

ე) მე-6 მუხლის 38-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-6 მუხლის 39-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,39. შემოწმების დამთავრების შემდეგ დეკლარაციას მიენიჭება ნომერი (A).“;

ზ) მე-6 მუხლის 49-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,49. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, ხორციელდება გადახდის დადასტურება K ნომრის მინიჭებით. საქონლის გაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საბაჟო მოხელე დეკლარაციაზე დაუსვამს შტამპს „გაშვება ნებადართულია“, დაუსვამს პირადნომრიან ბეჭედს, თარიღს და ხელმოწერას, რითაც საბაჟო დამუშავების ოპერაცია დასრულებულია.“;

თ) მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. გრაფა 8. ,,იმპორტიორი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის მიმღების შესახებ მონაცემები. თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში ,,N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღების ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ. თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში ,,N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და “მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირისა). არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, აგრეთვე გრაფის ზედა ნაწილში ,,N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღები არარეზიდენტი ფიზიკური პირის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ.“;

ი) მე-8 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. გრაფა 13. ,,მოსაკრებლის გაანგარიშება“ – გრაფაში მიეთითება საბაჟო მოსაკრებლის გაანგარიშების დამხმარე კოდი ,,საბაჟო მოსაკრებლების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორის“ მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;

კ) მე-8 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,20. გრაფა 18. ,,სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალე­ბათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება საბაჟო დამუშავების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – ,,იხ. უკანა გვერდზე“. დეკლარაციის ოთხივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.“;

ლ) მე-8 მუხლის 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

,,32. გრაფა 31. ,,საქონლის აღწერა და რაოდენობა“ – გრაფაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები, მათ შეფუთვასა და მარ­კირე­ბაზე, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებ­ლობას. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგილების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცემები, აგრეთვე ერთი სატვირთო ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოების, მარკირების შესახებ მონაცემები. კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინე­რების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ – მათი ნომრები. თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – ,,ნაწილი“, აღინიშნება მარკირებულ აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების სერია და რაოდენობა; აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა: დასახელება, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებლები (სტანდარტი, ხარისხი, მარკა, მოდელი, არტიკული, საფირმო დასახელება და ა. შ), რომლებიც იძლევიან საქონელთა საბაჟო იდენტიფიცირებისა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად თერთმეტნიშნა ქვეპო­ზიციით კლასიფიცირების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ გრაფაში ვერ ხერხდება ყველა მონაცემის შეტანა, მაშინ ჩაიწერება ძირითადი ინფორმაცია, ხოლო გრაფის ბოლოს მიეთითება ,,იხ. დანართი“. დაუშვებელია დეკლარირებული საქონლის მითითება სასაქონლო პოზიციის საერთო დასახელებით, რომელიც მოცემულია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი გაიშვება მიზნობრივი დანიშნულებით, მაშინ გრაფაში ჩაიწერება სიტყვები ,,მიზნობრივი დანიშნულებით.“;

მ) მე-8 მუხლის 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,37. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)“ – გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,40“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი ,,გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდის კლასიფიკატორის“ მე-6 ნაწილის შესაბამისად.“;

ნ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელ მოხელეს შეუძლია კორექტირება შეიტანოს იმ გრაფებში, რომლის შეცვლაც არ იწვევს საბაჟო სამართალ­დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.“;

ო) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10.

გრაფები 3, 5, 6, 7, 9, 11, 13, 16, 19, 20, 22, 23, 24, 25, 26, 28, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 44, 46, 47, 48, 49, 54, A, B, C ივსება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სატვირთო-საბაჟო დეკლა­რაციის შევსების წესის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ექცევა ექსპორტის საბაჟო რეჟიმში უკან დაბრუნების პირობით, მაშინ 31-ე გრაფაში ჩაიწერება სიტყვები: ,,დაბრუნების პირობით.“;

პ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. გრაფა 8. ,,იმპორტიორი“ – გრაფაში აღინიშ-ნება საქონლის გამგზავნის შესახებ მონაცემები. თუ საქონლის გამგზავნი იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში ,,N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის გამგზავნის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ. თუ საქონლის გამგზავნი ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში ,,N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირისა). არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, აგრეთვე გრაფის ზედა ნაწილში ,,N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის გამგზავნი არარეზიდენტი ფიზიკური პირის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ.“;

ჟ) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. გრაფა 14. ,,დეკლარანტი/წარმომადგენელი“ – გრაფაში აღინიშნება დეკლარანტის სრული სახელწოდება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში N ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლე­ბელია გრაფაში მიეთითოს ,,იხ. გრაფა 2.“;

რ) მე-11 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)“ – გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,10“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი ,,გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდის კლასიფიკატორის“ მე-6 ნაწილის შესაბამისად.“;

ს) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13.

 1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია“ – გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – რეექსპორტი – ,,რექ“, მეორეში – ციფრული კოდი ,,1“.

 2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)“ – გრაფაში აღინიშნება ოთხ­თანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველ ორ ციფრში ჩაიწერება – ,,11“. მეორე ორი ციფრი აღნიშნავს წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის ნაწილი 1-ის შესაბამისად. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამ-ხმარე კოდი ,,გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდის კლასიფიკატორის“ მე-6 ნაწილის შესაბამისად.“;

ტ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)“ – გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,74“. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის ნაწილი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი ,,გადა-სახადების გაანგარიშების დამხმარე კოდის კლასიფიკა-ტორის“ მე-6 ნაწილის შესაბამისად.“;

უ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია“ – საქონლის დროებითი შემოტანისას გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ,,დრი“, მეორეში – ციფრული კოდი ,,3“.“;

ფ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)“ – გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. საქონლის დროებითი შემოტანისას ოთხთანრიგიანი კოდის პირველ ორ ციფრად ჩაიწერება – ,,34“, მეორე ორ ციფრად – წინმსწრები საბაჟო რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის ნაწილი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი ,,გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდის კლასიფიკატორის“ მე-6 ნაწილის შესაბამისად.“;

ქ) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)“ – გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრი­გიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,51“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის ნაწილი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00“; გადამუშავების შედეგად მიღებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში პირველი ორი ციფრი ჩაიწერება ,,10“, ხოლო მეორე ორი ციფრი ,,51“. თუ აღნიშნული საქონელი გაცხადდება სხვა საბაჟო რეჟიმში, პირველ ორ ციფრად იწერება გაცხადებული საბაჟო რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის ნაწილი 1-ის შესაბამისად, ხოლო მეორე ორ ციფრად – ,,51“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი ,,გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდის კლასიფი­კა­ტორის“ ნაწილი 6-ის შესაბამისად.“;

ღ) 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)“ – გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,61“. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასი-ფიკატორის ნაწილი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი ,,გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდის კლასიფიკატორის“ ნაწილი 6-ის შესაბამისად.“.

2. ,,ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციაში“(დანართი №4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სასაქონლო პარტიის ერთ დეკლარაციაში დეკლარირებისას მის ძირითად ფურცელს შეიძლება დაერთოს არა უმეტეს 33 დამატებითი ფურცლისა და ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს არა უმეტეს 100 დასახელების საქონელი. იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო პარტია შედგება 100-ზე მეტი დასახელების საქონლისაგან, მაშინ 100-ის შემდეგ პარტიაში შემავალ ყოველ მომდევნო 100 დასახელებამდე საქონელზე ივსება ახალი დეკლარაცია.“;

ბ) მე-10 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. გრაფა 14. ,,დეკლარანტი/წარმომადგენელი“ – გრაფაში აღინიშნება დეკლარანტის სრული სახეწოდება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში N ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს ,,იხ. გრაფა 8.“;

გ) მე-10 მუხლის 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,26. გრაფა 50. ,,გადამზიდველი“ – აღინიშნება გადამზიდველის რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ,,წარმომადგენლის“ გასწვრივ აღინიშნება გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის (მძღოლის) სახელი და გვარი და პასპორტის ნომერი (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის შემთხვევაში).“. 

3. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში (დანართი №6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-5 ნაწილი ,,5. მოგესალმებათ საქართველოს საბაჟო!!!“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მოგესალმებათ საქართველოს საბაჟო!!!“;

ბ) მე-6 ნაწილის სათაური ,,6. მნიშვნელოვანი ინფორმაცია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. მნიშვნელოვანი ინფორმაცია“.

4. საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტე-ბის შესახებ განაცხადი (დანართი №3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საბაჟო დეპარტამენტი

საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი

 

დოკუმენტის დასახელება

დოკუმენტის №

დედანი

ასლი

შენიშ-ვნა

საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატ­რანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა

 

 

 

 

ხელშეკრულება

 

 

 

 

შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშ­სწო­რე­ბო დოკუმენტი)

 

 

 

 

სატრანსპორტოდზე ნადები

 

 

 

 

კონოსამენტი

 

 

 

 

მანიფესტი

 

 

 

 

TIR-კარნეტის დოკუმენტი

 

 

 

 

ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკ­რუ­ლება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლე­ბამოსილების შესახებ

 

 

 

 

დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექს­პორტის ლიცენზია

 

 

 

 

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქ­ციის ტრანზიტის ნებართვა

 

 

 

 

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქ­ციის იმპორტის ნებართვა

 

 

 

 

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენა­რე­ული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა

 

 

 

 

შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

 

 

 

 

ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალე­ბის, რადიაქტიუი ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩე­ნების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მი­ღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასა­ლისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნა­წილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

 

 

 

 

,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესა­ხებ“

კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობე­ბის, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა

 

 

 

 

იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

 

 

 

 

უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმო­მად­გენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძო­ლო მასალის საქართველოდან შემოტანისა და საქართვე­ლოდან გატანის ნებართვა

 

 

 

 

იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების სა-ქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორ­ტისა) ნებართვა

 

 

 

 

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორ­ტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

 

 

 

 

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა

 

 

 

 

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა

 

 

 

 

საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა

 

 

 

 

დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლება­მოსლი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)

 

 

 

 

ხე-ტყის ექსპორტისას – ხე-ტყის კანონიერების ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი

 

 

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინი­ჭების შესახებ

 

 

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ

 

 

 

 

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

 

 

 

 

საქონლის შესაბამისობის სერტიფიკატი

 

 

 

 

საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი

 

 

 

 

ფიტოსანიტარული სერტიფიკატი

 

 

 

 

ვეტერინარული სერტიფიკატი

 

 

 

 

სანიტარულ-ჰიგიენური სერიფიკატი

 

 

 

 

ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი

 

 

 

 

საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს

 

 

 

 

საქონლის სპეციფიკაცია

 

 

 

 

საბანკო გარანტია

 

 

 

 

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

 

 

 

 

სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე

 

 

 

 

აქციზური საქონლის ბარათი

 

 

 

 

საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი

 

 

 

 

სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა

 

 

 

 

საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

 

 

 

 

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი)

 

 

 

 

შეფუთვის ფურცელი

 

 

 

 

ექსპერტიზის აქტი

 

 

 

 

საქონლის დათვალიერების აქტი

 

 

 

 

საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი)

 

 

 

 

ჯარიმის გადახდის დოკუმენტი

 

 

 

 

სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

 

 

 

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

 

 

 

 

წერილი

 

 

 

 

განცხადება

 

 

 

 

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი

 

 

 

 

დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლება­მოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)

 

 

 

 

განაცხადი-შეტყობინება საქონლის რეექსპორტზე

 

 

 

 

მოკვლევის ცნობა

 

 

 

 

საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა № 2

 

 

 

 

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22

 

 

 

 

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23

 

 

 

 

გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

 

 

 

 

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცე­ული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობ­რივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი

 

 

 

 

 

     1. დოკუმენტაციის წარმომდგენი პირი -------------------------------------------------

     2. იურიდიული ან ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომერი -------------------

     3. საბაჟო ორგანოს მიერ დოკუმენტაციის მიღების თარიღი და დრო - 200 წ. - სთ. წთ.

     4. დოკუმენტის მიღებაზე პასუხისმგებელი პირი -------------------------------------

     5. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განყოფილების თანამშრომელი -----------------

     6. თარიღი და დრო --------------------- 200 წ. -------სთ. -----წთ.“.

5. ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორებში“ (დანართი 18) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

    

,, ნაწილი 2. საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების

ადგილების კლასიფიკატორი

  კოდი                      

69001              საბაჟო საგუშაგო ,,თბილისის აეროპორტი”

69002              საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი”

69003              საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლო”

69005              საბაჟო გამშვები პუნქტი ,,გუგუთი”

69006              საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ახკერპი”

69007              საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სამთაწყარო”

69009              საბაჟო გამშვები პუნქტი ,,გარდაბანი”

69010              საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ლაგოდეხი”

69021              საბაჟო გამშვები პუნქტი ,,მტკვარი”

69101              საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი”

69301              საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ვალე”

69302              საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდა”

69401              საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ქუთაისის აეროპორტი”

69501              საბაჟო საგუშაგო ,,ფოთის პორტი”

69504              საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სენაკის აეროპორტი”

69601              საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი”

69602              საბაჟო საგუშაგო ,,ბათუმის პორტი”

69603              საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბათუმის აეროპორტი”

 

               რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთი”:

69040              - ქ. თბილისი, ჭირნახულის I შესახვევი N 7;

69000              - ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N 30;

69042              - რუსთავი - ,,წითელი ხიდის” ავტომაგისტრალის 56-ე კმ (შპს ,,რედ

                    ბრიჯის“ ღია საბაჟო საწყობის ტერიტორია);

  69014       - ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. N 38;

  69017       - ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. N 1;

  69026       - ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;

  69200       - ქ. მცხეთა, ნარეკვავის დასახლება, ნატახტარის ქ. N1;

  69027       - მცხეთის რ-ნი, ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ. N 105ა;

  69300       - ბორჯომის რ-ნი, სოფელი ჩითახევი;

  69050       - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი (ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა);

  69043       - საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის  

                   სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და

                 უკუმიმართულებით მოძრავი

                ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო  

               სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი  

               სამგზავრო მატარებელი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული

               პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო რეჟიმში

              მოქცევის ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ

              შერჩეულ საბაჟო პროცედურის ჩატარების  ადგილზე.

  69001       - ქ. თბილისის აეროპორტი.

 

                         რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთი”:

  69600       - ხელვაჩაურის რ-ნი, სოფელი ადლია, შპს ,,ტერმინალის” საწყობის

                          ტერიტორია;

   69605    - ქ. ბათუმი, ტბელ-აბუსერიძის ქ. N11.

69400           - წყალტუბოს რაიონი, სოფ. ქვიტირი”, საბაჟო-კემპინგი”.

69602           - საბაჟო საგუშაგო „ბათუმის პორტი ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. N60;

   69500 - საბაჟო საგუშაგო „ფოთის პორტი” – ქ. ფოთი, ხობის ქ. N7 ;

   69510 - ქ. ფოთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო

                   ­პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის

                   სამმართველოს  მე-3 სახაზო განყოფილება.”;

   ბ) ნაწილი 4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,, ნაწილი 4. საბაჟო გადასახდელების სახეობების კლასიფიკატორი

კოდი     დასახელება

10      საბაჟო მოსაკრებელი

20      საბაჟო გადასახადი

27      აქციზი

28      დღგ ”;

 

გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,, ნაწილი 5. საბაჟო მოსაკრებლების გაანგარიშების დამხმარე კოდების

კლასიფიკატორი

 

კოდი

დასახელება

1

საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევები

2

საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

3

საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით გრანტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით;

4

უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

5

საქონლის იმპორტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270 5 მუხლის ,,ლ¨ ქვეპუნქტის შესაბამისად

6

ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;

7

საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;

8

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გათავისუფლებები

9

შეღავათიანი განაკვეთი – 5 ევრო (,,საბაჟო მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,აპუნქტის ,,ა.ბქვეპუნქტის შესაბამისად)

                                        ”; 

 

დ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

,, ნაწილი 6. გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი

კოდი

დასახელება

000

დამხმარე კოდი

001

საქონლის ექსპორტი (საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება, აქციზის და დღგ-ს ნულოვანი განაკვეთი)

002

საქონლის რეექსპორტი (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

003

საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტი (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

004

საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

005

საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

006

საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელ­შეკრულებით (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათა­ვი­სუფლება)

007

საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტებით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება)

008

საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

009

„ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნავ­თობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

010

საქონლის დროებითი შემოტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვა­ისწინებულ შემთხვევებში (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

011

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ,,ლ” ქვე­პუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

012

ბავშვთა კვების პროდუქტების და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირე­ბულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუ­კომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი (საბაჟო გადა­სახა­დისაგან გათავისუფლება)

013

საერთაშორისო საჰაერო რეისების განსახორცი­ელებლად ბორტზე მიწოდ­ებული საავიაციო საწვავი, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებები, აგრეთვე საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორ­ციელებლად ბორტზე მიწოდ­ებული საწვავი და საპოხი საშუალებები (საბაჟო გადასახადისაგან და აქციზისაგან გათავისუფლება, დღგ-ს ნულოვანი განაკვეთი )

014

„ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავ­ობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

015

უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რო­მელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში (საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება)

016

ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსა­ყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

017

საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

019

განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის, აგრეთვე სახელმწიფოსათვის მემკვიდრეობით მიღებული საქონლის იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში (დღგ-სგან გათავისუფლება)

020

საექსპორტო პროდუქციის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეულისა და ნახევარ-ფაბრიკატების, აგრეთვე ტარა-შესაფუთი მასალის იმპორტი ფაქტობ­რივად ექსპორტირებული მზა პროდუქციის მოცულობის ფარგლებში (დღგ-სგან გათავისუფლება)

021

საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ სამეცნიერო და საგანმანათ­ლე­ბლო საქმიანობისათვის გამოთვლითი ტექნიკის, ხელსაწყო-დანადგარებისა და ქიმიური რეაქტივების იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

022

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის იმპორტი, რომელიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკი­რებულია ასეთად (დღგ-სგან გათავისუფლება)

023

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომეკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

024

ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგა­ნიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული სა­ქონ­ლის იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

025

ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურებისათვის) ბუნებ­რი­ვი აირის იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

026

ფიზიკური პირის მიერ 2 ლიტრი ალკოჰოლური სასმელისა და 200 ღერი სიგარეტის იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)                 

027

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული (აქციზისაგან გათავისუფლება)

028

„ნავთობისა და გაზის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქ­ტების იმპორტი (აქციზისაგან გათავისუფლება)

030

გადასახადებისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

031

უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

034

დღგ-სა და აქციზის გადახდა საქონლის დროებითი შემოტანის რეჟიმის დროს

051

მხოლოდ საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

052

მხოლოდ აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძ­ლებელია)

053

მხოლოდ დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

054

საბაჟო გადასახადისა და აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

055

საბაჟო გადასახადისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

056

აქციზისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

057

საბაჟო გადასახადის, აქციზისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

102

საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

202

სამედიცინო, საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმი და სამედიცინო ტექნიკა

203

სამეცნიერო ლიტერატურა, დამტკიცებული სასწავლო სახელმძღვანელოები და საბავშვო ლიტერატურა

207

სანაშენე ცხოველები, შინაური ფრინველი, ხარის სპერმა, მინერალური სასუქები, ქიმიკატები, მცენარეთა დაცვის საშუალებები

208

ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია

209

დღგ-სა და აცქიზისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

304

საზღვარგარეთ გამოცემული ბეჭდვითი პროდუქცია

313

აქციზური და სხვა სპეციალური ქართული მარკების იმპორტი

332

საქონლის დროებითი შემოტანა სხვა

333

საქონლის დაბრუნება

402

საბაჟო გარანტია საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დროს

540

აქციზის გარანტია საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმის დროს

550

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი

604

საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება

605

ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი

609

წონის მიხედვით

612

სამკურნალო (ფარმაცევტული) ნედლეული და სუბსტანციები

613

ჩამოსასხმელი ღვინოები

614

სიგარეტი 30-ღერიანი კოლოფებით

615

თამბაქოს წარმოებისათვის ნედლეული (,,ტრაბზონის” ჯიშის თამბაქოს გარდა)

651

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი

703

ბორტზე მიწოდება შიდა რეისებისათვის

                                                         “;    

     ე) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,ნაწილი 11. საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი

დოკუმენტის კოდი ASYCUDA-ში

დოკუმენტის დასახელება

001

საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა

002

ხელშეკრულება

003

შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშ­სწო­რებო დოკუმენტი)

004

სატრანსპორტო ზედნადები

005

კონოსამენტი

006

მანიფესტი

007

TIR-კარნეტის დოკუმენტი

008

ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკ­რუ­ლება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ

009

დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია

010

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

011

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა

012

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა

013

შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

014

ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნა­წილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

015

,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერ-თაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა

016

იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

017

უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოდან შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა

018

იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა

019

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

020

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა

021

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა

022

საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა

023

დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლება­მოსლი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)

024

ხე-ტყის ექსპორტისას – ხე-ტყის კანონიერების ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი

025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ

026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ

027

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

028

საქონლის შესაბამისობის სერტიფიკატი

029

საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი

030

ფიტო-სანიტარული სერტიფიკატი

031

ვეტერინარული სერტიფიკატი

032

სანიტარული-ჰიგიენური სერიფიკატი

033

ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი

034

საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

035

საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

036

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

037

საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

038

სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია

039

სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს

040

საქონლის სპეციფიკაცია

041

საბანკო გარანტია

042

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

043

სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე

044

აქციზური საქონლის ბარათი

045

საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი

046

სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა

047

საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

048

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი)

049

შეფუთვის ფურცელი

050

ექსპერტიზის აქტი

051

საქონლის დათვალიერების აქტი

052

საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი)

053

ჯარიმის გადახდის დოკუმენტი

054

სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ

055

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

056

წერილი

057

განცხადება

058

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი

059

დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლება­მოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)

060

განაცხადი-შეტყობინება საქონლის რეექსპორტზე

061

მოკვლევის ცნობა

062

საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

063

საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

064

საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია

065

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია

066

სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2

067

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22

068

საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23

069

გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

070

საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი

200

ავტომანქანის სახელმწიფო №

201

რკინიგზის ვაგონი №

202

თვითმფრინავი, რეისი №

203

გემი, რეისი №

204

კონტეინერი №

210

წინმსწრები დეკლარაციის №: A-

300

ავტომანქანის მარკა

330

მედიკამენტის დასახელება

333

სიგარეტების დასახელება და რაოდენობა, კოლოფი

340

აქციზური მარკების ნომრები

                                                                  “.

 მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი