დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017214 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის №4/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 26/01/2023; 470230000.22.035.017027) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია, სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ასევე საჯარო ინტერესიდან ან სხვა ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, დაწესებულებაზე განსაზღვროს საგამონაკლისო პირობები, თუ ეს გავლენას არ მოახდენს დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. საამისოდ პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულება სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას აკრედიტაციის პროცესში მიღწეული შედეგისა და იმ ობიექტური გარემოებების შესახებ, რომელთა წარმოშობის მიზეზით ვერ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ პირობებს. ამასთან, დაწესებულება ვალდებულია წარმოადგინოს არგუმენტირებული დასაბუთება აღნიშნული გარემოებების აღმოფხვრისთვის განხორციელებული და/ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სამინისტრო უფლებამოსილია, აღნიშნულ დაწესებულებებთან მიმართებით დამატებით მოითხოვოს/მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია საგამონაკლისო წესის დაშვების მიზნებისთვის.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 30 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები