დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დმანისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.156.016602 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 94-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 და 239-ე მუხლების, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-8, მე-12 და მე-15 ნაწილებისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1.
დამტკიცდეს: ა) „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად; გ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად; ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა, დანართი №5-ის შესაბამისად; ვ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა, დანართი №6-ის შესაბამისად. მუხლი 2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლში მითითებული ამავე კოდექსის შესაბამისი მუხლებით და 239-ე მუხლის იმ ნაწილებში მითითებული ამავე კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლებშიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილ ორგანოდ მოხსენიებულია მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები, გარდა ამ დადგენილების მე-3 და მე-4 მუხლში მითითებული კოდექსის მუხლებისა, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის, 46-ე მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 94-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების უფლება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციას. მუხლი 3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს „დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“. მუხლი 4. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსის 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას. მუხლი 5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-14 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 02/03/2011, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 020080000.35.156.016044); ბ) „საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 აგვისტოს №19 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 18/08/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.156.016213). მუხლი 6. დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
|
დანართი №1
|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი
|
მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი
წინამდებარე წესი, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად, განსაზღვრავს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი 1. თუ საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, მერიის მუნიციპალური ინსპექციის საჯარო მოხელე ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), რის შემდეგაც, საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 242-ე მუხლის შესაბამისად, ადგენს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 2. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №2) შედგება ორი ნაწილისგან: ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება ამ დადგენილების მე-7 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საჯარო მოხელის მიერ, ხოლო საჯარიმო ქვითრის ყუაზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 4. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ საჯარო მოხელესთან (რომელიც შევსებიდან პირველ სამუშაო დღეს ბარდება დმანისის მუნიციპალური ინსპექციის შესაბამის საჯარო მოხელეს ან მოხელეებს შემდგომი რეაგირების მიზნით), ხოლო მეორე – გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. 5. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას, დამრღვევს განემარტება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში. 6. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის: ა) I ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს საჯარო მოხელე; ბ) I ნაწილის: ბ.ა) პირველ პუნქტში აღინიშნება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ბ.ბ) მე-2 პუნქტში აღინიშნება: შედგენის ადგილი; ბ.გ) მე-3 პუნქტში აღინიშნება: ოქმის შემდგენი საჯარო მოხელის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; ბ.დ) მე-4 პუნქტში აღინიშნება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადი ნომერი, სახელი, გვარი და მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი (იურიდიული მისამრთი) და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ.ე) მე-5 პუნქტში აღინიშნება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ბ.ვ) მე-6 პუნქტში აღინიშნება: საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისი მუხლი (მუხლის ნაწილი, პუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა და დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) ოდენობა ეროვნულ ვალუტაში. ბ.ზ) მე-7 პუნქტში აღინიშნება: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); ბ.თ) მე-8 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არსებობის შემთხვევაში მიეთითება შესაბამისი რეკვიზიტები: ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება; 7. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების, ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები საჯარო მოხელე მოხსენებითი ბართით, სადაც მიეთითება გაუქმების საფუძველი, აბარებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეს. 8. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი საჯარო მოხელე და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არსებობს მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე შესაძლებელია ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 9. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი საჯარო მოხელის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტება და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით. ასევე განმარტოს საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 10. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე – საჯარო მოხელე მოცემულ ფაქტს აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ითვლება ჩაბარებულად, გარდა საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლის 21 ნაწილისა და ამავე კოდექსის 242-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 11. II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილის შესაბამისად. 12. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, უნდა დარეგისტრირდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №9). 13. სამსახური, საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 14. კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, როცა არ ხდება სამართალდამრღვევის მიმართ ადგილზე ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) შეფარდება, სამართალდამრღვევის მიმართ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №3). 15. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №3) ივსება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს „დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ, ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით და აღინიშნება: ა) შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; გ) სამართალდამრღვევის პირადი ნომერი; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები (არსებობის შემთხვევაში); ზ) შემდგენისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები. მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვის საფუძველი დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ და წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვით. მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და საჯარიმო ქვითრებით – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, გაცემა, წარმოება და დაბრუნება, მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალის გაფორმების წარმოებისა და შენახვის პროცედურების შესახებ 1. სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით და საჯარიმო ქვითრებით – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით მომარაგება ხორციელდება სამსახურის უფროსის მოთხოვნის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ და ფორმდება სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოხელეზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამსახურის უფროსის მიერ. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი №4). 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში. 5. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამსახურის უფროსის ხელმოწერით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით. 6. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. 7. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით, ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ სამსახურის უფროსი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 8. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 9. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების რეგისტრაციის შემდეგ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი პირი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ. 10. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირთან, რომელიც შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს. 11. ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი დაცულობა. 12. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ცალკეული შემთხვევებისა. მუხლი 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა საჯარიმო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ შესაბამისად. მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერა შესაძლებელია: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯრიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის ფორმის (დანართი №5) შესაბამისად. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია უნდა აღირიცხოს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ შესაბამისად. მუხლი 7. ჯარიმის გადახდა 1. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულების მიზნით, საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, გარდა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული კონკრეტული გამონაკლისისა, პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საურავის დარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალური ინსპექციის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. მუხლი 8. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება 1. პირს, რომლის მიმართაც გამოწერილია საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან. 2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა, მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. მუხლი 9. ვადების ათვლა წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები