,,საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 180, 20/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.10.003.000.916
  • Word
275
17/12/2007
სსმ, 180, 20/12/2007
290.160.000.10.003.000.916
,,საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №275

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №165, მუხლი 1813) დამტკიცებულ 2008-2013 წლებისათვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შემდეგი ამბულატორიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას;“;

ა.ბ) პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) ზოგადი ამბულატორიული მომსახურება (ოჯახის ექიმის ან უბნის ექიმის მიერ მიწოდებული მომსახურება); სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება; ოჯახის ექიმის, უბნის ექიმის, ექთნის, ექიმ-სპეციალისტის მომსახურება ბინაზე, საჭიროების შემთხვევაში;“;

ა.გ) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ა.ბ“ ქვეპუნქტი;

ა.დ) პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) ექიმის დანიშნულებით ელექტროკარდიოლოგიური, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები, გეგმურ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ინსტრუმენტული გამოკვლევები;“;

ა.ე) პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა.დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) ამბულატორიულ დონეზე ლაბორატორიული გამოკვლევები ექსპრესდიაგნოსტიკური მეთოდით: შარდის ანალიზი, გლუკოზა პერიეთრიულ სისხლში, ორსულობის ტესტი, ჰემოგლობინი, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე და კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი და კრეატინი.“;

ა.ვ) პირველი პუნტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) გადაუდებელი და რეფერალური სტაციონარული მომსახურება, მათ შორის, გართულებულ ორსულობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია;“;

ა.ზ) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ბ.გ“ ქვეპუნქტი;

ა.თ) მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მომსახურების მიღებისას მოქმედი საქართველოს მთელი მოსახლეობისათვის განკუთვნილი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით (მათ შორის, მუნიციპალური) დაფარული ხარჯები და მომსახურება;“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მზღვეველი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილობით დაუდასტურებს, რომ ეთანხმება სადაზღვევო ვაუჩერის წინამდებარე აქტით განსაზღვრულ პირობებს.“;

ბ.ბ) პირველ პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დაზღვეული არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამით, არ სარგებლობენ მასწავლებელთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამით.“.

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადაზღვევო ორგანიზაცია წარადგენს ანგარიშგებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში, სააგენტოს მიერ მითითებული პერიოდულობითა და ფორმით.“.

დ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

1. 2008 წლისათვის დამზღვევის მიერ ნებაყოფლობით სადაზღვევო ორგანიზაციების შერჩევისა და სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების ვადად განისაზღვროს 2007 წლის 17 დეკემბრიდან 2008 წლის 21 იანვრამდე პერიოდი.

2. იმ სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში სამინისტროში არ წარადგენენ წერილობით პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არ ეთანხმებიან მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობებს და უარს აცხადებენ პროცესში მონაწილეობაზე, წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებული დამატებითი პირობები ითვლება სავალდებულოდ შესასრულებლად.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის პროცესში მონაწილეობის მიღების უზრუნველსაყოფად, სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის დადგინდეს სამინისტროში განაცხადების წარდგენის დამატებითი ვადა.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაითვალისწინოს დადგენილებით განსაზღვრული სადაზღვევო ვალდებულებები 2008 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფორმირებისას.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე