„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 289
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.025838
289
30/06/2026
ვებგვერდი, 30/06/2026
300280000.10.003.025838
„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №289

2026 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/04/2020, 300280000.10.003.021958) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ დანართ №1-ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ბაზრის გახსნის ეტაპები:

 

პერიოდი

                                 ბაზრის გახსნა

2021 წლის პირველ ივლისამდე

35-110 ძაბვის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც თვეში მოიხმარს არანაკლებ 0.4 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგიას

2027 წლის პირველ ივლისამდე

35-110 კვ ძაბვის ყველა საბოლოო მომხმარებელი, ასევე 6-10 კვ ძაბვის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც თვეში მოიხმარს არანაკლებ 1 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგიას

2028 წლის პირველ ივლისამდე

ყველა სხვა მომხმარებელი (გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოსი).“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე