დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.117.016651 |
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი-მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება“ თანდართული დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 20/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.117.016336). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 10 აგვისტოდან. |
|
დანართი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური |
1. ეს დებულება განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – სამსახურის ხელმძღვანელი), მეორადი სტრუქტურული ერთეულებისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება) და მოხელეებისგან.
2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ეკონომიკური განვითარების განყოფილება; ბ) ქონების მართვის განყოფილება; გ) ადგილობრივი მოსაკრებლების და მონიტორინგის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით. ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – განყოფილების ხელმძღვანელი). 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების ხელმძღვანელისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამის სამუშაო აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით და მერის ბრძანებით, განყოფილების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; ბ) მუნიციპალიტეტში მრეწველობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სტატისტიკური ინფორმაციის შეკრებისა და დამუშავების, შესაბამის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის წარმოებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ე) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ზედამხედველობას; ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენისა და სტატუსის მონიტორინგის საკითხების ორგანიზებას; ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; თ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; ი) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; კ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; ლ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; მ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; ნ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ წესების დარღვევისა და სარგებლობის უფლების ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების შესახებ წინადადებების მომზადებას; სარგებლობის უფლებით გაცემული უძრავი ქონების სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის საფასურის ამოღების ორგანიზებას; ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო წინადადებების და დასკვნების მომზადებას; პ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლისა და ტყის რესურსების და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების, მართვას კანონით დადგენილი წესით; ჟ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; რ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ს) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; ტ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; უ) გარე რეკლამის განთავსების წესების დარღვევაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირების წესებზე ზედამხედველობას; ფ) უფლებამოსილების ფარგლებში სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას, მათზე რეაგირებას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად; ქ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადებას, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების მონიტორინგს; ღ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
ეკონომიკური განვითარების განყოფილება |
ეკონომიკური განვითარების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს; დ) კოორდინაციას უწევს და მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის, ასევე ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში; ე) მონაწილეობს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო საკითხებზე გამართულ ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის სემინარებში, კონფერენციებში, ბიზნეს და საინვესტიციო ღონისძიებებში; ვ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; ზ) დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; თ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენისა და სტატუსის მონიტორინგის საკითხების ორგანიზებას; ი) მუნიციპალიტეტში მრეწველობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სტატისტიკური ინფორმაციის შეკრებისა და დამუშავების, შესაბამის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის წარმოებას; კ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ზედამხედველობას; ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
|
მუხლი 5.
ქონების მართვის განყოფილება |
ქონების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე; ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან და მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; ზ) ელექტრონული და საჯარო აუქციონისათვის სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას; თ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ წესების დარღვევისა და სარგებლობის უფლების ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების შესახებ წინადადებების მომზადებას; სარგებლობის უფლებით გაცემული უძრავი ქონების სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის საფასურის ამოღების ორგანიზებას; კ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლისა და ტყის რესურსების და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა კანონით დადგენილი წესით; ლ) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის შემთხვევებში რეაგირებას, სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას და სასამართლოში წარმომადგენლობას; მ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 6.
ადგილობრივი მოსაკრებლების და მონიტორინგის განყოფილება |
ადგილობრივი მოსაკრებლების და მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების მომზადებას ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; ბ) ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზის ფორმირებას და ადმინისტრირებას; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო წინადადებების და დასკვნების მომზადებას; დ) გარე რეკლამის განთავსების წესის დარღვევაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირების წესებზე ზედამხედველობას; ე) უნებართვო მშენებლობის გამოვლენასა და რეაგირების განხორციელებას. იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დადგენილი წესების დაცვაზე შესაბამის რეაგირებასა და კონტროლს. ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ მუხლებზე: 771, 825, 1562, 1564 რეაგირებას, სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას და სასამართლოში წარმომადგენლობას; ზ) უკანონო, უსახური, ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების „სტელაჟების“, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებას; თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 7.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა |
1. სამსახურის დებულებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები