„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 10/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016655
14
30/06/2026
ვებგვერდი, 03/07/2026
010250050.35.117.016655
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2026 წლის 30 ივნისი

ქ. ამბროლაური

 

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №8 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 20/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016333) დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოება, მათი კომუნიკაცია ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივი მომსახურება; ადამიანური რესურსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; მერიის წარმომადგენლებთან კოორდინაცია; მუნიციპალური სერვისების მომხმარებელთა უკუკავშირის მართვა.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება, მონიტორინგის განხორციელება: გარე რეკლამის განთავსების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების, გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დაცვაზე, შესაბამისი რეაგირება და კონტროლი უნებართვო მშენებლობაზე.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე დოკუმენტაციის მომზადება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, წინადადებების მომზადება მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნა, რეაბილიტაციის და განვითარების თაობაზე, ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახური ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული მშენებლობის კორდინაცია; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა; არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება; დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე შესაბამისი აქტის პროექტების მომზადება. უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვა; ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე წინადადებების შემუშავება.

7. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობის საკითხებზე.

8. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავისი მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

9. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამშენებლო პროექტების, სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.

10. მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას მეორადი სტრუქტურული ერთეულები – განყოფილებები.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 10 აგვისტოდან.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიადი მხეიძე