,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 46/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 15/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.009.989
46/ნ
15/02/2007
სსმ, 21, 15/02/2007
010.240.070.22.035.009.989
,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.009.989

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

 ბრძანება №46/

2007 წლის 15 თებერვალი

 ქ. თბილისი

„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების (სსმ III, 2006 წ., №112, მუხ. 1554) პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი შემუშავებულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების, აგრეთვე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი მიზანია საქართველოში უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, რაც „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესში“, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 , 32  და 33  პუნქტები:

„31 . იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვს ოჯახის მოთხოვნით განხორციელებული განმეორებითი შეფასების შედეგად და იგი ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე, ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშობა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ სააგენტოში შესაბამისი ფორმის განაცხადის შეტანიდან მეოთხე თვეს.

32 . იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვს სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული განმეორებითი შეფასების შედეგად და იგი ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე, ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშობა სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან მეოთხე თვეს.

33 . ამ მუხლის 31  და 32  პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები არ ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა, განმეორებით შეფასებამდე, ნაკლებია საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე. ასეთ ოჯახებს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშობათ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“.

4. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3, 31  და 32  პუნქტებით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან (განაცხადის შემოტანიდან მეოთხე თვე), დადგენილი პროცედურების შესაბამისად.“.

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. საარსებო შემწეობის მიღების უფლების შეზღუდვა

1. საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების (შემდგომში – საოჯახო დახმარება), აგრეთვე დევნილის ყოველთვიური შემწეობის მიღებას. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს საოჯახო დახმარების, შესაბამისად, დევნილის ყოველთვიური შემწეობის ან საარსებო შემწეობის მიღება.

2. ოჯახის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საოჯახო დახმარების, აგრეთვე დევნილის ყოველთვიური შემწეობის არჩევა არ იწვევს შემდგომში საარსებო შემწეობის მიღების უფლების ჩამორთმევას. ოჯახს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სააგენტოს საარსებო შემწეობის დასანიშნად, მას შემდეგ, რაც ოჯახს ან მის წევრ(ებ)ს შეუწყდება (გაუუქმდება) „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის სოციალური დახმარების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარება და, შესაბამისად, დევნილის ყოველთვიური შემწეობა. ასეთ შემთხვევაში ოჯახს საარსებო შემწეობა დაენიშნება განცხადების შევსების მომდევნო თვიდან.“.

6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადები და გაცემის პრინციპები რეგულირდება ამ წესითა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით.“.

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                                                               ლ. ჭიპაშვილი