დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 295 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025844 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №605 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2018, 300160070.10.003.020315) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. 212 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 212. 2029 წლის 31 დეკემბრამდე გადამდები დაავადების გამომწვევი აგენტით დაინფიცირებული, დაავადებული ან/და კონტაქტში მყოფი ცხოველის ან/და გადამდები დაავადების გამომწვევი აგენტით დაინფიცირებული ან/და კონტაქტში მყოფი ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის ან/და გადამდები დაავადების გამომწვევი აგენტით დაინფიცირებული ან/და კონტაქტში მყოფი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის უვარგისად მიჩნეული სურსათის, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, განკარგვა/განადგურება მოხდეს დაწვით ან/და დამარხვით, როგორც გამონაკლისი და დროებითი ზომა.“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 4. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების მე-2, 21 − 2 13 და მე-3 მუხლებისა და ამ მუხლებთან დაკავშირებული დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნებისა, ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივლისიდან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები