„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 124, 22/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.010.000
  • Word
120
16/02/2007
სსმ, 124, 22/02/2007
430.030.000.22.022.010.000
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.010.000

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №120

2007 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №3, მუხ. 22) დამტკიცებულ „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) წესს დაემატოს 41-ე მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. კრედიტების დაგროვება და ტრანსფერი

პირის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე დაგროვილი იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებულად ითვლება, შეიძლება აღიარებულ იქნეს იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც პირი აგრძელებს ან იწყებს სწავლას.“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის 41 მუხლი ვრცელდება აგრეთვე იმ უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებზე, რომლებიც პირის მიერ გავლილ იქნა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საკრედიტო სისტემის შემოღებამდე. ამ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ავტონომიის ფარგლებში გამოიანგარიშოს გავლილი სასწავლო კურსების შესაბამისი კრედიტები გავლილი საათების შესაბამისად.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი   ა. დიდებულიძე