„ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 300
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025849
300
03/07/2026
ვებგვერდი, 06/07/2026
300160070.10.003.025849
„ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №300

2026 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/07/2016, 300160070.10.003.019366) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ №6 დანართის − „ინგრედიენტების აღნიშვნა და მითითება“ − ნაწილ „ბ“-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:

„19. ხედვის ძირითად არეალში    ძეხვეულის (სოსისი, სარდელი, ძეხვი) დასამზადებლად გამოყენებული კონკრეტული ცხოველის ხორცის დასახელების მითითება

დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რაოდენობა გამოყენებული ცხოველების ხორცის (1) საერთო მასის 50%-ზე მეტს შეადგენს

(1) − „ცხოველების ხორცი“  − არ მოიცავს „მექანიკურად განცალკევებულ ხორცს.“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე