,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები სხვა ადმინისტრაციული ორგანო
მიღების თარიღი 21/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 22/02/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 27/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.009
  • Word
9
21/02/2007
სსმ, 24, 22/02/2007
110.060.010.39.036.010.009
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
სხვა ადმინისტრაციული ორგანო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.010.009

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება 09

2007 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის  2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 4 ნოემბრის №27 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №130, მუხ. 1450) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საგამოძიებო ნაწილის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საგამოძიებო ნაწილში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) უფროსი პროკურორები;

ბ) პროკურორები;

გ) პროკურორ-კრიმინალისტი;

დ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები;

ე) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები;

ვ) საგამოძიებო ნაწილის სპეციალისტები.“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. პროკურორ-კრიმინალისტი:

ა) სარგებლობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით პროკურორისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებით;

ბ) ცალკეულ შემთხვევებში უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილზე გასვლას, უშუალოდ ატარებს ან მონაწილეობს პირველადი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში;

გ) გენერალური პროკურორის ან საგამოძიებო ნაწილის უფროსის დავალებით სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი