დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 317 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.10.003.025866 |
|
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, 010120000.10.003.018140) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელმა უცხოელმა შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს ამავე საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი დადგენილი ფორმის განცხადებასა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ და „ვ“ – „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ ობიექტურად შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობების წარდგენა, მათ ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში შეიძლება წარადგინოს სხვა ნებისმიერი ცნობა ან მტკიცებულება, რომელიც უდავოდ ადასტურებს, რომ მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არის არანაკლებ 35 000 ლარისა.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ცნობების წარდგენა პირს (დამფუძნებელი/ მეწარმე/დასაქმებული) არ ევალება, თუ საწარმოს არ ჰყავს 3 უცხოელზე მეტი დასაქმებული, მისი დაფუძნებიდან/რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 3 თვე და მასზე შრომითი ბინადრობის ნებართვა აღნიშნული ცნობის წარდგენის გარეშე გაიცემა პირველად. ასეთ შემთხვევაში პირი წარადგენს საწარმოს მიერ გაცემულ ცნობას უცხოელ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ. ამ შემთხვევაში შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 6 თვის ვადით. 6. „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელმა შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ანგარიშგების ვებგვერდზე (www.reportal.ge) გასაჯაროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემული ინფორმაცია საწარმოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომითი კატეგორიის ან საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის თაობაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები