დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 319 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025868 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში (სსმ, 103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
1. მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) ციფრული ექსპერტიზა;“. 2. მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საინფორმაციო ტექნოლოგიების და ციფრული ექსპერტიზის დეპარტამენტი;“. 3. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. საინფორმაციო ტექნოლოგიების და ციფრული ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ბიუროს საქმიანობაში თანამედროვე საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით ბიუროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; ბ) ბიუროს სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში; გ) ბიუროს კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა; დ) ბიუროში ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობა და ბიუროს ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფა; ე) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ციფრული ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნისა და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა; ვ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსამართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერტიზების ჩატარება; ზ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა; თ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ციფრული ექსპერტიზისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები