შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ალუდი კაპანაძე N023-26)

შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ალუდი კაპანაძე N023-26)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „პირველი ქართული აუქციონი“
მიღების თარიღი 13/07/2026
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2026
სარეგისტრაციო კოდი
0
13/07/2026
ვებგვერდი, 14/07/2026
შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ალუდი კაპანაძე N023-26)
შპს „პირველი ქართული აუქციონი“

საჯარო შეტყობინება

აუქციონის გამოცხადების შესახებ

2026 წლის 13 ივლისი

სპეციალისტი:  შპს „პირველი ქართული აუქციონი“       (ს/ნ: 204954086)

დირექტორი:   ლაშა ჭიჭინაძე

მისამართი:   ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13

ელფოსტა:    info@pqa.ge

ვებსაიტი:  www.pqa.ge

ტელეფონი:   577783434

მესაკუთრე: ალუდი კაპანაძე (პ/ნ: 13001010815); მისამართი: გურჯაანი, ს. ჩალაუბანი

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით (იპოთეკის ხელშეკრულება N GCL-SME-I-GU011240-2024/01 გაფორმების თარიღი: 2024 წლის 24 ოქტომბერი) დატვირთულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ორ ლოტად:

საჯარო აუქციონის N:023-26

ლოტი N1

სარეალიზაციო ქონება: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია 15 000.00 კვ/მ სასოფლო- სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფელი ჩალაუბანი, "სანგალი" (ს/კ: 51.16.55.048);

აუქციონის დაწყების დრო: 24.07.2026 წლის 14:00 სთ.

აუქციონის დასრულების დრო: 30.07.2026 წლის 14:00 სთ

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 62 168.08 ლარი; ბიჯი 100 ლარი;

ლოტი N2

სარეალიზაციო ქონება: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია 21 150.00 კვ/მ სასოფლო- სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფელი ჩალაუბანი, "გორეები"  (ს/კ: 51.16.55.030);

აუქციონის დაწყების დრო: 24.07.2026 წლის 15:00 სთ.

აუქციონის დასრულების დრო: 30.07.2026 წლის 15:00 სთ

უძრავი ქონების საწყისი ფასი: 78 247.66 ლარი; ბიჯი 100 ლარი;

აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“.

ყურადღება: საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმართველობის ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ აკმაყოფილებთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

აუქციონის პირობები:

1.  აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე www.eauction.ge და უზრუნველყონ ქონების საწყისი ფასის 10%-ის ოდენობის გარანტიის წარმოდგენა ფულადი ან საბანკო გარანტიის ფორმით, www.eauction.ge-ს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, ამასთან, საბანკო გარანტიის ბენეფიციარად მითითებული უნდა იყოს სს მისო „სკაპი“ (ს/ნ: 205274273).

2. აუქციონში მონაწილე პირის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

3. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 7 (შვიდ) კალენდარულ დღეში მთლიანად დაფაროს შეძენილი ქონების ღირებულება სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (GE96BG0000000612579593) თანხის ჩარიცხვის გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდება და იგი კარგავს საგარანტიო თანხას.

4. აუქციონში გამარჯვებულის მიმართ სპეციალისტის მიერ გაიცემა განკარგულება, აუქციონში გამარჯვებულს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშობა მის მიერ ქონების ფასის მთლიანად გადახდის შემდეგ.

აუქციონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის კრედიტორს, უძრავი ნივთის მესაკუთრეს და მოვალეს.

ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვთ უძრავ ნივთზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარუდგინოს სპეციალისტს აუქციონის დაწყებამდე.

 

სპეციალისტი                                                                     დირექტორის მოადგილე

შპს პირველი ქართული აუქციონის                                   ნიკოლოზ მიდელაშვილი

დირექტორი ლაშა ჭიჭინაძე