„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 91/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 430150000.22.022.018870
91/ნ
15/07/2026
ვებგვერდი, 15/07/2026
430150000.22.022.018870
„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №91/ნ

2026 წლის 15 ივლისი

ქ.თბილისი

„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანების ( www.matsne.gov.ge, 30/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 430150000.22.022.016863) პირველი მუხლით დამტკიცებულ „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) პროექტი − დოქტორანტის მიერ სასწავლო-კვლევითი გრანტის მოპოვების მიზნით, ამ წესითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობების მიხედვით ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;“.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებული იქნეს.

3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით საგრანტო კონკურსის ბიუჯეტის გადანაწილებას განსაზღვრავს გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე