დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/76 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.22.088.016144 |
|
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 33 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი თანდართული სახით.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი
მუხლი 1. მოქმედების სფერო 1. საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიერ დაფუძნებული კოლეჯის (შემდგომ − კოლეჯი) დირექტორის (შემდგომ − დირექტორი) შესარჩევი კონკურსის (შემდგომ − კონკურსი) გამართვის წესსა და პირობებს, საკონკურსო კომისიის (შემდგომ − კომისია) საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს, კონკურსის ეტაპებს, ასევე სამინისტროს უფლებამოსილებებს კონკურსის პროცესში. 2. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს. მუხლი 2. კონკურსის მიზანი და პრინციპები 1. კონკურსის მიზანია კოლეჯის დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატის (შემდგომ − კანდიდატი) შერჩევა. 2. საუკეთესო კანდიდატი შეირჩევა ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) მიერ დამტკიცებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტის (შემდგომ − დირექტორის სტანდარტი) გათვალისწინებით. 3. კონკურსი ეფუძნება კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და ღიაობის, ანგარიშვალდებულების და საყოველთაოდ აღიარებულ სხვა პრინციპებს. მუხლი 3. კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა 1. კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფისა და კოლეჯის დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე დასანიშნად კანდიდატის შერჩევის მიზნით, სამინისტროში იქმნება კომისია. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრებისგან. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. კომისიის შემადგენლობაში შედის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელი. 4. კანდიდატი არ შეიძლება იმავდროულად იყოს კომისიის წევრი. მუხლი 4. კომისიის წევრის აცილება 1. კომისიის წევრი ვალდებულია კონკურსის ეტაპების დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. 3. თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნულის შესახებ კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის აღნიშნული წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მუხლი 5. კომისიის საქმიანობა 1. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. 2. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს კენჭისყრის საფუძველზე. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. კომისია ამ წესის შესაბამისად აფასებს კანდიდატის შესაბამისობას დირექტორის სტანდარტთან და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. 4. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი კონკურსის ყველა ეტაპზე. 5. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, წერითი დავალების ან/და გასაუბრების შედეგების, სამუშაო გამოცდილების, კვალიფიკაციისა და მოტივაციის შეფასებას. 6. საჭიროების შემთხვევაში კანდიდატის შეფასება კომისიის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურ ფორმატში, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით. 7. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის/სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 8. კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. მუხლი 6. კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. სამინისტრო კონკურსს აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით. 3. სამინისტრო უფლებამოსილია შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს სხვა ელექტრონულ პლატფორმებზე. მუხლი 7. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება 1. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) კოლეჯის დასახელებას და მისამართს; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ ძირითად და დამატებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; გ) კოლეჯის დირექტორის ფუნქციებს; დ) გამოსაცდელი ვადის პერიოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების შესახებ; ვ) განაცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალსა და წარდგენის ვადას; ზ) სამინისტროს მისამართს; თ) კონკურსის ეტაპებს. 2. სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც. 3. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესით, ხოლო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს მინისტრი. მუხლი 8. განაცხადის წარდგენა 1. კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით. 2. კანდიდატი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. 3. კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 5 კალენდარული დღის ვადა. 4. კანდიდატი უფლებამოსილია განაცხადში შეიტანოს ცვლილება განაცხადების წარდგენისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. მუხლი 9. კონკურსის ეტაპები 1. კონკურსის ეტაპებია: ა) კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) კანდიდატის შეფასება; გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება. 2. კონკურსის პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 10. კონკურსის პირველი ეტაპი 1. კონკურსის პირველი ეტაპია კანდიდატის განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, რაც გულისხმობს კონკურსისთვის დადგენილ ძირითად და დამატებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და საკონკურსო პირობებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას. 2. კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული. 3. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული განაცხადების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ადგენს განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 4. განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული წარუდგენს კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით. 5. კონკურსის მომდევნო ეტაპამდე სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. 6. კანდიდატი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაცია მისი განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზის შესახებ. მუხლი 11. კონკურსის მეორე ეტაპი 1. კონკურსის მეორე ეტაპია კანდიდატის შეფასება წერითი დავალების ან/და გასაუბრების გზით. 2. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში. 3. კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება მინისტრს. მუხლი 12. კონკურსის შედეგები 1. კომისია კოლეჯის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნის მიზნით, მინისტრს წარუდგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 2. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატს ნიშნავს მინისტრი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა - არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით ეცნობება მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. 4. თუ კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი უარს განაცხადებს დანიშვნაზე, კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს ვაკანტურ პოზიციაზე დასანიშნად კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატის წარდგენაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ. 5. კომისია ვაკანტურ პოზიციაზე დასანიშნად კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატის წარდგენაზე გადაწყვეტილებას იღებს გონივრულ ვადაში კანდიდატების შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია ჩაატაროს გასაუბრება. მუხლი 13. კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ: ა) კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი; ბ) კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა კოლეჯის დირექტორის პოზიციაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე; გ) კომისიის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა უარი განაცხადა დირექტორის პოზიციაზე დანიშვნაზე და კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ. მუხლი 14. კონკურსის შეწყვეტის საფუძვლები 1. კოლეჯის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე კანდიდატისათვის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე. 2. სამინისტრო ვალდებულია კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეატყობინოს კანდიდატებს. მუხლი 15. კონკურსის შედეგების გასაჩივრება კანდიდატს უფლება აქვს კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 16. შერჩეული კანდიდატის მიერ დოკუმენტების წარდგენა 1. მინისტრისათვის კანდიდატის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში კანდიდატი ვალდებულია სამინისტროში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. 2. კანდიდატი პოზიციაზე არ დაინიშნება, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის; ბ) არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; გ) იგი ნასამართლევია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ან/და რომელსაც ამავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები