,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 62/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 01/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.029
  • Word
62/ნ
27/02/2007
სსმ, 27, 01/03/2007
470.230.000.22.035.010.029
,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.029

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №62/ნ

2007 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62/ნ ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №23, მუხ. 215) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 18 წლამდე ასაკის პირთათვის, კატეგორიის – ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის შესახებ, დასკვნა გამოაქვს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას (შემდეგში – დაწესებულება).“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

დაწესებულებაში 18 წლამდე ასაკის პირის (შემდგომში – პირი) შემოწმება ხდება ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. თუ ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია მისი გამოცხადება დაწესებულებაში, შემოწმება ხდება მის საცხოვრებელ სადგომში.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

დაწესებულებაში წარდგენილ უნდა იქნეს გასატარებელი პირის დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის პირის სამედიცინო გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის ხარისხზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას.“.

6. თავი II-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის გავლის წესი“.

7. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად დაწესებულებას მიმართავს პირი, ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისათვის, ამ ინსტრუქციის IV თავში მითითებული დაავადებებისა და დეფექტების არსებობის შემთხვევაში.“.

8. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7

1. დაწესებულების მიერ შედგენილ დასკვნაში აღინიშნება მონაცემები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა ფუნქციის დარღვევის ხარისხი, ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგები.

2. შედგენილი დასკვნა დასტურდება დაწესებულების ხელმძღვანელისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმსაზღვრელი ექიმის (ექიმების) ხელმოწერებით და მოწმდება დაწესებულების ბეჭდით.

3. ანამნეზური, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის და ობიექტური მონაცემები, რომელთა საფუძველზე შედგენილ იქნა დასკვნა, შეიტანება პირის პირველად სამედიცინო დოკუმენტებში (ამბულატორიული ან სტაციონარული ბარათი).“.

9. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

დაწესებულებას, 18 წლამდე ასაკის პირზე კატეგორიის – ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის შესახებ დასკვნა გამოაქვს ამ ინსტრუქციის IV თავში მითითებული ნუსხის შესაბამისად: 2 წლის ვადით, 5 წლის ვადით და ერთჯერადად 18 წლის ასაკის მიღწევამდე, პათოლოგიური მდგომარეობის სიმძიმის, სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების შედეგად ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა დარღვეული ფუნქციების აღდგენის ან გაუმჯობესების პროგნოზიდან გამომდინარე.“.

10. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

დიაგნოზის დაზუსტებისა და ორგანიზმის (ორგანოთა) ფუნქციის დარღვევის ხარისხის დადგენისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულებას უფლება აქვს გააგზავნოს პირი სამედიცინო და სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, აგრეთვე მოითხოვოს და მიიღოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მონაცემები, ცნობები სამედიცინო დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან, საწარმოებიდან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.“.

11. ამოღებულ იქნეს მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლები.

12. მე-16 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:

,,კ) სმენის ორგანოების დაავადებები და დაზიანებები:

კ.ა) თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე (კონსერვატული მკურნალობისთვის რეზისტენტული ფორმები);

კ.ბ) სმენის თანდაყოლილი ან შეძენილი დაქვეითება (სმენაჩლუნგობა) საშუალო და მძიმე ხარისხის (ინფექციური, ტრავმული ან სხვა გენეზის), ასევე შერწყმული სხვა დაავადებებთან (გადამოწმების ვადით).“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 მარტიდან.

ლ. ჭიპაშვილი