დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსათვის ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 325 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.10.003.025874 |
325
15/07/2026
ვებგვერდი, 16/07/2026
480140000.10.003.025874
„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსათვის ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსათვის ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2026 წლის 18 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსათვის ელექტროენერგიის მიწოდებისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ“ შეთანხმება. |
| მუხლი 2 |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ; ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები