„საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.025876
327
15/07/2026
ვებგვერდი, 16/07/2026
480140000.10.003.025876
„საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №327

2026 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2026 წლის 19 ივნისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ტაჯიკეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე