დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 328 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010020000.10.003.025877 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2022, 010020000.10.003.023783) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის:
1. 11 მუხლი: „მუხლი 11 1. იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებზედაც სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება, აგრეთვე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, უფლება აქვთ, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ემბლემისა, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზნით, აგრეთვე გამოიყენონ იმავე ემბლემისაგან განსხვავებული, საკომუნიკაციო ლოგო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომუნიკაციო ლოგოს ფორმას, ამავე პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს/მინისტრის თანხმობით, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტთან წინასწარი წერილობითი კონსულტაციის საფუძველზე და ამავე დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.“. 2. 41 მუხლი: „მუხლი 41. ამ დადგენილების 11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა იმ საჯარო დაწესებულებებმა, რომლებიც ამ მუხლის ამოქმედებამდე ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ემბლემის გარდა საკომუნიკაციო ლოგოსაც იყენებენ, საკომუნიკაციო ლოგო, ამ დადგენილების 11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაამტკიცონ 2027 წლის 1 ივნისამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები