ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 18/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016525
19
16/07/2026
ვებგვერდი, 21/07/2026
010250050.35.127.016525
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2026 წლის 16 ივლისი

ქ. ზესტაფონი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის, 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება“ თანდართული რედაქციით (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 18 აგვისტოდან.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ შერგელაშვილი



დანართი №1

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური (შემდგომ ტექსტში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს მერიის საქმიანობის ორგანიზაციულ და საინფორმაციო უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციას, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობას და მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში  საჯარო მოხელეების საქმიანობის კონტროლს.

2. სამსახური უზრუნველყოფს მერიის საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას; უწევს დახმარებას მერიას უფლებამოსილების განხორციელებაში მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან  ურთიერთობისას.

3. სამსახურის იურიდიული მისამართია: ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №11.

4. სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

 

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

1. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

2. კანონის წინაშე თანასწორობა.

3. საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე.

4. დისკრიციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე.

5. საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეწონასწორებით.

6. მიუკერძოებლობა.

7. საქვეყნოობა და საჯაროობა.

 

მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ზესტაფონის მუნციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

 

მუხლი 4.  სამსახურის ძირითადი ამოცანა

სამსახურის ამოცანაა:

ა) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა;

ბ)ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან  ურთიერთობის კოორდინაცია.

 

თავი II.  სამსახურის სტრუქტურა

მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის –  განყოფილებისაგან, პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

ა) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება.

 

მუხლი 6.  სამსახურის ხელმძღვანელობა

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან სხვა პროფესიული საჯარო მოხელე.

მუხლი 7. სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელობა

1. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსაურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურის განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.

4. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.

5. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში,  სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების პროფესიული საჯარო მოხელე.

 

თავი III

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფლებამოსილება

 

მუხლი 8. სამსახურის ფუნქციები

 სამსახურის ფუნქციებია:

ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მიმდინარეობის შესახებ;

ბ) წარადგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული სამსახურის მოხელეთა საქმიანობას და საქმისწარმოებას;

დ) უზრუნველყოს ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი დასახლებების მოსახლეობის კავშირი თვითმმართველობის ორგანოებთან;

ე) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს;

ვ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების და ინვესტირებით დაფინანსებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს მერისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი დასახლებების მოსახლეობის გამოკითხვების საფუძველზე მონაწილეობს ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებასა და მათი განხორციელების ღონისძიებებში;

თ) საჭიროების შემთხვევაში ახდენს მერის წარმომადგენელთა თათბირების ორგანიზებას;

ი) ახორციელებს მერის წარმომადგენელთათვის მეთოდურ დახმარებას;

კ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მუშაობის ორგანიზებას პრესრელიზების, საინფორმაციო მასალების შექმნის ორგანიზებას და მიზნობრივად გავრცელება/გადაცემას;

ლ) სოციალური და მერიის საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი დანიშნულების კამპანიებისა და საკომუნიკაციო შეტყობინების თაობაზე გეგმების შემუშავება, რელევანტური პლატფორმების შერჩევა და ინფორმაციის გავრცელება;

მ) მოახდინოს მერიის საქმიანობის საინფორმაციო, საცნობარო მომსახურება;

ნ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება (მათ შორის, ელპლატფორმებზე), მუნიციპალიტეტის მერიის სამართლიანი და ობიექტური ინტერესების დაცვა;

ო) მასალების მომზადება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდებზე განთავსება;

პ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება;

ჟ) უზრუნველყოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნება;

რ) უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება, მათი ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

ს) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებს.

მუხლი 9. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებანი

სამსახურის უფროსი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეებს;

გ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს: სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამსახურის სტრუქტურის და საშტატო ნუსხის შესახებ; თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად სამსახურის შესაბამის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; პროფესიული საჯარო მოხელეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; ადმინისტრაციული სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ვ) პერიოდულად წარუდგენს მერს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს მერიის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

მუხლი 10. სამსახურის განყოფილების უფროსის უფლებამოსილება

სამსახურის განყოფილების უფროსი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების საფუძველზე:

ა) დასამტკიცებლად წარუდგენს  სამსახურის უფროსს განყოფილების სამუშაო გეგმას;

ბ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

გ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

დ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ე) დადგენილი წესით აფასებს განყოფილების მოხელეთა საქმიანობას,  სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საქმისწარმოებას დადგენილი წესით;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 11.  საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები

ა) მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების პოპულარიზაცია, პრესრელიზების, შეტყობინებების და სხვა სახის საინფორმაციო მასალების მომზადება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი (მათ შორის, ელექტრონული) ფორმით მიწოდება;

ბ) მერიისა და მერიის თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გაშუქებული მასალებისა და პუბლიკაციების ანალიზი;

გ) მერიის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელის (ფეისბუქგვერდი) გვერდის ადმინისტრირება, დაინტერესებული პირების/ჯგუფების შეკითხვებზე რელევანტური რეაგირება;

დ) მერიის საქმიანობის გაშუქებისთვის მასალების მომზადება (ფოტოების გადაღება, ინტერვიუების აღება/ორგანიზება და სხვა), საჭირო ინფორმაციის მოძიება, მათი დამუშავება და გამოქვეყნება;

ე) მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან მერიის სახელით უშუალო კომუნიკაცია და შეხვედრების ორგანიზება;

ვ) მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებების შესახებ საინფორმაციო განცხადებების და მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება/მოსახლეობისთვის მიწოდება;

ზ) მერიის სახელით მედიის საშუალებებთან კომუნიკაცია, მერიის საქმიანობის იმიჯის დაცვა და კომპეტენციის ფარგლებში მის მიმართ ლოიალურობის ამაღლებაზე ზრუნვა;

თ) მერის ან მერიის წარმომადგენლების სხვადასხვა ვიზიტების, შეხვედრების, ინტერვიუების, საჯარო შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება;

ი) მუნიციპალიტეტის საქმიანობის, მიმდინარე პროექტების/პროგრამების, განსახორციელებელი/განხორციელებული აქტივობების შესახებ სარეკლამო რგოლებისა და სხვა ატრიბუტიკის (ბანერი, ფლაერი, ბუკლეტი და სხვა) დამზადების ორგანიზება და პროცესში ჩართულობა;

კ) მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.

მუხლი 12. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეები

1, სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა მეშვეობით, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ სარგოს მერის წარდგინებით განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობებზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 13. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე

1. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამ დებულებით.

2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;

ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;

ზ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატები;

თ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ი) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით;

კ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

3. სამსახურის მოხელე მოვალეა:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;

დ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;

ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ვ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;

ზ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

ამ დებულების შესაბამისად, სამსახურის საშტატო ნუსხა განისაზღვრება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის შესაბამისად.

 

მუხლი 14. სამსახურის საქმიანობის კონტროლი

1. სამსახურის საქმიანობა ექვემდებარება კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს ახოციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი.

მუხლი 15. სხვა დებულებები

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს დადგენილებით.

3. ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც არ არის დარეგულირებული ამ დებულებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.