„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 332
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.025881
332
17/07/2026
ვებგვერდი, 20/07/2026
010220000.10.003.025881
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №332

2026 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2026 წლის 10 ივნისის №1717-Vმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2018, 010220000.10.003.020656) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს, დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან (მათ შორის, სპეციალურ წარმომადგენელთან, მრჩეველთან ან/და თანაშემწესთან);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 12 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე