ტექნიკური რეგლამენტის − ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობების დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის − ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 334
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025883
334
17/07/2026
ვებგვერდი, 20/07/2026
300160070.10.003.025883
ტექნიკური რეგლამენტის − ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №334

2026 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

ტექნიკური რეგლამენტის − ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი  −  ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები“.
მუხლი 2
. ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების დადგენა აუცილებელია საქმიანობის სუბიექტებისათვის (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად).
მუხლი 3
დადგენილება იმ საქმიანობის სუბიექტებისთვის, რომლებიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად ახორციელებენ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობას და, ამასთან, აწარმოებენ ზედაპირული წყლის ობიექტებში საწარმოო, სამეურნეო და სანიაღვრე  წყლების ჩაშვებას, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება იმ საქმიანობის  სუბიექტებისათვის, რომლებიც არ ექვემდებარებიან გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, მაგრამ აწარმოებენ ზედაპირული წყლის ობიექტებში საწარმოო, სამეურნეო და სანიაღვრე წყლების ჩაშვებას და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საჭიროებენ ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვას, ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან.
მუხლი 5
იმ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების შემთხვევაში, რომელთა ექსპლუატაციაში გაშვება განხორციელდა ამ დადგენილების ამოქმედებამდე, ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2036 წლის 1 დეკემბრიდან.
მუხლი 6
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №414 დადგენილება.
მუხლი 7
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე