დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 335 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.025884 |
|
„შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2018, 010320000.10.003.020383) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის“ პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„ 7. ცენტრალიზებული შესყიდვების სფერო: ა) ცენტრალიზებული შესყიდვა – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის უშუალოდ განხორციელება სსიპ – ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში, შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის ან/და იმ შესყიდვის განხორციელების მიზნით, რომლის ღირებულება შეადგენს ან აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მონეტარულ ზღვრებს; ბ) ამ პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირების ხელმძღვანელი პირი/პირები იმ შემთხვევაში, თუ მას/მათ უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ პირების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები