დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 234 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.018041 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი; გ) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; დ) შიდა ინსპექტირების დეპარტამენტი; ე) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი; ვ) ეკონომიკური დეპარტამენტი; ზ) იურიდიული დეპარტამენტი; თ) დავების დეპარტამენტი; ი) აუდიტის დეპარტამენტი; კ) მომსახურების დეპარტამენტი; ლ) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი; მ) საბაჟო დეპარტამენტი; ნ) ანალიტიკური დეპარტამენტი; ო) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი; პ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ჟ) მეთოდოლოგიის დეპარტამენტი; რ) ვალის მართვის დეპარტამენტი. 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა ინსპექტირების დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი, ეკონომიკური დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, დავების დეპარტამენტი, ანალიტიკური დეპარტამენტი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის დეპარტამენტი და მეთოდოლოგიის დეპარტამენტი წარმოადგენენ სამსახურის სათავო ოფისს, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი და საბაჟო დეპარტამენტი წარმოადგენენ სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტებს.“. 2. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამსახურში საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი; ბ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება; გ) სამსახურში საარქივო საქმიანობის წარმართვა; დ) სამსახურში საპროტოკოლო საქმიანობის წარმართვა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა; ზ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; თ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“. 3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. შიდა ინსპექტირების დეპარტამენტი 1. შიდა ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება; ბ) შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელება; გ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემოწმება; დ) სამსახურებრივი შემოწმებისას ან შემოსულ განცხადებაზე რეაგირებისას გამოვლენილ დარღვევებზე დისციპლინური დევნის წარმოება; ე) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ვ) სამსახურის სისტემაში თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა; ზ) სათანადო რეკომენდაციების მომზადება სამსახურის სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის ხელშეწყობისათვის; თ) სამსახურში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება; ი) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მონიტორინგი; კ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; ლ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; მ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 2. შიდა ინსპექტირების დეპარტამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინირებულად. 3. შიდა ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია განახორციელოს ვიდეომონიტორინგის სისტემის მეშვეობით.“. 4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ეკონომიკური დეპარტამენტი ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიური გეგმისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში სამსახურის ბიუჯეტის პროექტების შედგენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებული/დაზუსტებული ბიუჯეტის განწერის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებულ ბიუჯეტში გეგმის ცვლილებების პროექტების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; დ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, სამსახურის კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების/ინფორმაციის მომზადების ორგანიზება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; ე) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი სახსრების მართვა; ვ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; ზ) სამსახურის საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა; თ) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება; ი) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება; კ) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი; ლ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება; მ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების განკარგვა და მოვლა-პატრონობა; ნ) სამსახურის მიერ განსახორციელებელი კაპიტალური პროექტების ბიუჯეტების მომზადება, საჭიროებათა ანალიზი და ფინანსური დასაბუთება, ასევე კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა; ო) კომპეტენციის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების მიზნით პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ამ ღონისძიებათა განხორციელება; პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; ჟ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; რ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანებით გათვალისწინებული სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, სსიპ – შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ ბრძანების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები