„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 21/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016594
14
20/07/2026
ვებგვერდი, 21/07/2026
010250050.35.154.016594
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2026 წლის 20 ივლისი

დაბა თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154.016331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: 

,,2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 თვე მაინც.“.

2. დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის,  განათლებისა და სპორტის სამსახური“.

3. დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის  „ზ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, დასახლებების საერთო კრებების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება, ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება განხორციელება, მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა, წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია.“.

5. დებულების 22-ე მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანებებისა და მერის ბრძანებების გაფორმება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

6. დებულების 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30. საქმიანობის შეფასება

მოხელის შეფასება ხდება „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილების შესაბამისად. შეფასება შეიტანება მოხელის პირად საქმეში.“.

7. დებულების 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მერიის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მერიის მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.“.

მუხლი 2.     
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 21 აგვისტოდან.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზი დიდებაშვილი