დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 338 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.025887 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის №229 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/07/2024, 240140000.10.003.024623) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“:
1. პირველი მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სესხი − კომერციული ბანკის/მიკრობანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარზე დამტკიცებული/გაცემული სესხი. აღნიშნული ტერმინის ფარგლებში შემდგომში მოიაზრება ამავე პუნქტის „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ორივე სახის სესხი: ე.ა) მიკროსესხი − ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სესხი/სესხები; ე.ბ) განვითარების სესხი − ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სესხი/სესხები;“; ბ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები: „უ) საბჭო − სააქციო საზოგადოება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭო; ფ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამას ახორციელებს კორპორაცია.“; ბ) მე-3 − მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კორპორაცია უფლებამოსილია, რისკების (როგორიც არის, მათ შორის და არა მხოლოდ, ბანკის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედება ან/და ამ პროგრამის პირობების დარღვევა ან არაჯეროვანი შესრულება) შეფასების საფუძველზე, შეუჩეროს ან შეუწყვიტოს კონკრეტულ ბანკს პროგრამაში მონაწილეობის უფლება, რის შესახებაც მინიმუმ 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე უნდა აცნობოს მას. აღნიშნული გავლენას არ იქონიებს პროგრამის ფარგლებში უკვე გაცემულ სესხებზე და არ გამოიწვევს უკვე გაცემული გარანტიების გაუქმებას. 4. კორპორაცია უფლებამოსილია, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში (მათ შორის, სექტორში შემავალ ცალკეულ საქმიანობის სახეებში) ან/და რეგიონში სესხების მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ სექტორში (მათ შორის, სექტორში შემავალ ცალკეულ საქმიანობის სახეებში) ან/და კონკრეტულ რეგიონში პროგრამის ფარგლებში სესხის გაცემის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული არ გამოიწვევს პროგრამის ფარგლებში უკვე გაცემულ სესხებზე მხარდაჭერის შეწყვეტას. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას კორპორაცია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ბანკისთვის ყოველგვარი დასაბუთების წარდგენის გარეშე.“; გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პროგრამის ბენეფიციარი 1. პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმე სუბიექტი „მიკროსესხ(ებ)ით“ სარგებლობის შემთხვევაში ამავე პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დიაგნოსტიკის გავლისას უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) მეწარმე სუბიექტის შემოსავალი არ აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს; ბ) არ აქვს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში; გ) მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე ფიზიკური პირის შემოსავალი არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს; დ) მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ შემოსავლების კომპონენტში შეესაბამება IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს. 2. პროგრამის ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლოს „განვითარების სესხ(ებ)ით“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამავე პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დიაგნოსტიკის გავლისას აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ყველა პირობას: ა) კორპორაციის მიერ ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დასტურდება მის მიერ ათვისებული „მიკროსესხ(ებ)ის“ მიზნობრივი გამოყენება; ბ) არ აქვს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში; გ) აკმაყოფილებს „განვითარების სესხ(ებ)ით“ სარგებლობისთვის კორპორაციის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, კორპორაციის დირექტორი, საბჭოსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია დაადგინოს ბენეფიციარისთვის პროგრამაში მონაწილეობის დამატებითი კრიტერიუმები/მოთხოვნები, მათ შორის და არა მხოლოდ, ამ დადგენილების დანართ №1-ის გარდა, დამატებითი ეკონომიკური საქმიანობების ნუსხა, რომელთა ფარგლებშიც არ არის დასაშვები „განვითარების სესხის“ გაცემა, „განვითარების სესხით“ სარგებლობისთვის ბენეფიციარის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, „განვითარების სესხის“ მიზნობრიობა და „განვითარების სესხით“ სარგებლობის სხვა პირობები. 4. პროგრამის ფარგლებში სესხი არ დამტკიცდება მეწარმე სუბიექტზე, რომელმაც ამავე პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დიაგნოსტიკის გავლის ეტაპზე ამ პროგრამის ან/და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − „საკრედიტო საგარანტიო სქემის“ ფარგლებში ერთხელ უკვე განიცადა დეფოლტი ან/და შეწყვეტილი აქვს პროგრამაში მონაწილეობის უფლება, ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ან/და უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის 1239 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტების (ასევე დადგენილების 2025 წლის 1 სექტემბრამდე არსებული რედაქციის 1234 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების) შესაბამისად შეუწყდა თანადაფინანსება ან/და რეგისტრირებულია კორპორაციის ვადაგადაცილებულ დებიტორად ან/და მის წინააღმდეგ დაწყებულია სამართლებრივი დავა. 5. ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მხარდაჭერის დასრულებამდე, საკუთრებაში ან სარგებლობაში იქონიოს ის უძრავი ქონება, სადაც ხორციელდება მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობა. სასტუმროს საქმიანობის (NACE კოდები: 55.10.1; 55.10.2; 55.20.0) შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მხარდაჭერის დასრულებამდე, საკუთრებაში იქონიოს ის უძრავი ქონება, სადაც ხორციელდება მიზნობრივი ეკონომიკური საქმიანობა. მუხლი 5. პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი 1. პროგრამის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში − ლარში. 2. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარზე გაცემული და მის მიერ ათვისებული „მიკროსესხ(ებ)ის“ მინიმალური მოცულობა შეადგენს 20 000 (ოცი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა − 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარს. 3. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარზე გაცემული და მის მიერ ათვისებული „განვითარების სესხის“ მინიმალური მოცულობა შეადგენს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარს. 4. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლოს რამდენიმე სესხით, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოცულობების გათვალისწინებით. ამასთან, პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია „განვითარების სესხით“ ისარგებლოს მხოლოდ ერთხელ. 5. პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე ბანკის მიერ დასარიცხი წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავს კორპორაცია, საბჭოსთან შეთანხმებით. 6. ბანკი ვალდებულია პროგრამის ფარგლებში გაცემულ „მიკროსესხზე“ განსაზღვროს არანაკლებ 6-თვიანი საშეღავათო პერიოდი, რომლის დროსაც ბენეფიციარი თავისუფლდება სესხის ძირი თანხის დაფარვისგან. 7. ბანკი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს არ დააკისროს სესხის გაცემის, მომსახურების, აუთვისებელი ტრანშისა და სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა. 8. პროგრამის ფარგლებში სესხი არ გაიცემა ბანკის მიერ საკრედიტო ხაზის ქვეშ დამტკიცებულ სესხებზე. 9. პროგრამის ფარგლებში „განვითარების სესხით“ ვერ ისარგებლებს ის ბენეფიციარი, რომლის მიმართაც „განვითარების სესხის“ აღების მიზნით ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დიაგნოსტიკის გავლისას გასულია პროგრამის ფარგლებში ათვისებული (რიგით პირველი) „მიკროსესხის“ პროგრამაში დადასტურებიდან 36 თვე. 10. პროგრამის ფარგლებში სესხი/სესხის პირველი ტრანში (რომელიც „მიკროსესხის“ შემთხვევაში უნდა იყოს არანაკლებ 20 000 ლარისა, ხოლო „განვითარების სესხის“ შემთხვევაში − არანაკლებ 70 000 ლარისა) უნდა გაიცეს კორპორაციის მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევით სესხის/სესხის ტრანშის გაცემის შემთხვევაში კორპორაცია არ განახორციელებს კონკრეტულ სესხთან მიმართებით, მეწარმე სუბიექტის ამ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერას. 11. პროგრამის ფარგლებში სესხი სრული ოდენობით უნდა გაიცეს კორპორაციის მიერ სესხის დადასტურებიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ სესხზე ტრანშის გაცემა არ დაიშვება. 12. ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სესხის მიზნობრივი ათვისება (ხარჯვა) პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში, რომელიც დასტურდება კორპორაციის მიერ დადგენილი ფორმით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად. 13. პროგრამის ფარგლებში აკრძალულია სესხის გაცემა ამავე პროგრამის დანართ №1-ით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობებისთვის. ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით არ დაფინანსდება: ა) გუდვილის შეძენა; ბ) სატრანსპორტო საშუალებების შეძენა და რემონტი, გარდა სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება საწარმოს ტერიტორიაზე პროდუქციის/მომსახურების წარმოების პროცესში; გ) სახელმწიფო ან/და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით დროებით სარგებლობაში აღება; დ) კერძო სამართლის იურიდიული პირის აქციების ან წილების შეძენა ან მართვაში აღება; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სახდელების (ჯარიმა, საურავი, პირგასამტეხლო და სხვა) გადახდა/დაფარვა; ვ) სასტუმროს საქმიანობა (NACE კოდები: 55.10.1; 55.10.2; 55.20.0), რომელიც ხორციელდება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში/კომპლექსში. 14. ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული პირობის დარღვევის შემთხვევაში კორპორაცია უფლებამოსილია მისცეს ბენეფიციარს გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი კარგავს პროგრამის ბენეფიციარის სტატუსს, რომლის დროსაც კორპორაცია ვალდებულია კონკრეტულ სესხზე შეწყვიტოს გარანტია და მოითხოვოს ბანკისგან სესხის გარანტირებული ნაწილის უკან დაბრუნება. ამასთან, ზემოაღნიშნული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი ასევე სარგებლობდა ამ პროგრამის მე-10 მუხლის შესაბამისად სესხის პროცენტის სუბსიდირებით, ბენეფიციარი ასევე ვალდებულია, დაუყოვნებლივ დააბრუნოს კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხები.“. 4. მე-7 მუხლის: ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. კორპორაცია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად აკუმულირებული ფულადი რესურსი (საერთო სახსრები, სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების გარეშე) გამოიყენოს კორპორაციის წესდებით განსაზღვრული სხვა მიზნების მისაღწევად.“; ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის მოცულობისა, ბანკი ვალდებულია მოახდინოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი/შექმნილი ძირითადი საშუალებ(ებ)ის დატვირთვა, იმავე სესხის უზრუნველსაყოფად (კორპორაციის მიერ ამ სესხზე გაცემული გარანტიის ნაწილობრივ გამოთავისუფლებით ან მის გარეშე), რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს სესხის პირველად უზრუნველყოფას. ამასთან, ამ პროგრამის მიზნებისათვის, საბჭოსთან შეთანხმებით, კორპორაციის დირექტორი განსაზღვრავს დასატვირთ ძირითად საშუალებებსა და აღნიშნული აქტივების დატვირთვის წესს.“. 5. მე-8 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კორპორაცია სესხის გარანტირებული ნაწილის ჩარიცხვას უზრუნველყოფს, ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბანკებში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე არაუგვიანეს ყოველი თვის 20 რიცხვამდე.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ბანკი უზრუნველყოფს გარანტიის ვადის ამოწურვის, გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში სესხის ძირი თანხის ნაშთის გარანტირებული ნაწილის ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული კორპორაციის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ბანკი, ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კორპორაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმითა (წერილობით, ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფით) და პერიოდულობით, უზრუნველყოფს კორპორაციისთვის პროგრამის ფარგლებში გაცემული, ათვისებული სესხების, სესხის დაფარვების, ვადაგადაცილებებისა და დეფოლტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.“. 6. მე-9 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პროგრამის ფარგლებში გადეფოლტებული სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხიდან პირველ რიგში დაკმაყოფილდება ბანკის სესხის ამოღებასთან დაკავშირებული ხარჯი, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, შემდგომ დაკმაყოფილდება სესხის ძირზე ბანკის მოთხოვნა (გარდა ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს, ჯარიმის ან/და მიუღებელი შემოსავლის ან/და ნებისმიერი სახის სანქციისა) სრულად და თანხის დარჩენის შემთხვევაში, აღნიშნული თანხის ფარგლებში, მოხდება კორპორაციის მოთხოვნის დაკმაყოფილება, სესხის ამოღების შედეგად მიღებული გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, რომელიც ჩარიცხული უნდა იყოს ხაზინაში კორპორაციის სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია, აღნიშნული ქონების ღირებულების ხელახალი შეფასების საფუძველზე, ორი თვის განმავლობაში ბანკი უზრუნველყოფს კორპორაციისთვის კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.“. 7. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კორპორაცია ახორციელებს ამ პროგრამის ფარგლებში გაცემულ „მიკროსესხ(ებ)ზე“ ბანკის მიერ პირველი ტრანშის გაცემის მომენტიდან დარიცხული 5 (ხუთი) წლის საპროცენტო განაკვეთის სრული ოდენობის სუბსიდირებას (დაფინანსებას).“. 8. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამის ბენეფიციარი, რომელიც სარგებლობს ამავე პროგრამის ფარგლებში გაცემული „მიკროსესხ(ებ)ით“ და ასევე ჩართულია სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტში − „მზის კარი“ (შემდგომში − პროექტი), უფლებამოსილია მიმართოს კორპორაციას პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული და ამავე პროგრამის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სრულად ათვისებული სესხის მოცულობის 25%-ის (შემდგომში − გრანტი) ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.“. 9. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ კორპორაციის მონიტორინგის შედეგად დადგინდა მიზნობრიობის ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევა/შემთხვევები, კორპორაცია იმოქმედებს ამავე პროგრამის მე-5 მუხლის მე-14 პუნქტითა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“. 10. მე-13 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ან/და კორპორაციის ბიუჯეტით გათვალიწინებული სხვა სახსრები.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კორპორაციის დირექტორი, საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს პროგრამის წლიურ ბიუჯეტს.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. კორპორაციის მიერ პროგრამის ფარგლებში სესხების (მათ შორის, მიკრო ან/და განვითარების სესხების) დადასტურება შეჩერდება, თუ კორპორაციის მიერ ასაღები ვალდებულებების მოცულობა გადააჭარბებს კორპორაციის დირექტორის მიერ განსაზღვრული ბიუჯეტის მოცულობას.“. 11. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები