„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 340
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.025889
340
20/07/2026
ვებგვერდი, 21/07/2026
470230000.10.003.025889
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №340

2026 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის „სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების:

ა) მე-3 მუხლს 75 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 76 პუნქტი:

„76. ნებართვის/ნებართვის დანართის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს:

ა)  სერვისის/სერვისების მიწოდება ნებართვის/ნებართვის დანართის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. აღნიშნულ ვადაში სერვისის/სერვისების მიუწოდებლობა ნებართვის/ნებართვის დანართის გაუქმების საფუძველია;

ბ) ნებართვის/ნებართვის დანართის ფლობის პერიოდის განმავლობაში სერვისის შეუფერხებელი მიწოდება ნებართვის/ნებართვის დანართის პირობების შესაბამისად.“;

ბ) მე-7 მუხლს 23-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე პუნქტი:

„24. ნებართვის/ნებართვის დანართის მფლობელი, რომელსაც 2026 წლის 15 ივლისის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს საქმიანობის მიწოდება, ვალდებულია, აღნიშნული თარიღიდან 3 თვის ვადაში:

ა) მიმართოს სააგენტოს იმ ნებართვის/ნებართვის დანართის გაუქმების მოთხოვნით, რომლის ფარგლებშიც შეწყვიტა საქმიანობა;

ბ) საქმიანობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე წერილობით შეატყობინოს სააგენტოს. სააგენტო, რისკის შეფასების პრინციპების გათვალისწინებით, შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოფს შეჩერებული საქმიანობისთვის ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისობის შემოწმებას,  საქმიანობის აღდგენის ან აღდგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და ნებართვის მფლობელის წერილობით ინფორმირებას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სერვისების მიწოდების განახლების ან განახლებაზე უარის თქმის შესახებ, დაწესებულება განაახლებს საქმიანობის მიწოდებას.“.

2. დადგენილების №21 დანართით („სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები“) განსაზღვრულ ცხრილს („საერთო სანებართვო პირობები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის 37-ე  −  41-ე გრაფები:

 

„37

სერვისის/სერვისების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა ნებართვის/ნებართვის დანართის შესაბამისად

 

38

ნებართვის/ნებართვის დანართის მფლობელი ვალდებულია, ნებართვის/ნებართვის დანართის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში უზრუნველყოს სამედიცინო საქმიანობის  დაწყება, რის თაობაზე ნებართვის/ნებართვის დანართის მფლობელი სააგენტოს დაუყოვნებლივ ატყობინებს წერილობით

ნებართვის/ნებართვის დანართის  მიღებიდან 3 თვის ვადაში საქმიანობის მიწოდების განუხორციელებლობის შემთხვევაში,  ნებართვის/ნებართვის დანართის მფლობელი  ვალდებულია, 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს სააგენტოს ნებართვის ან ნებართვის იმ დანართის გაუქმების მოთხოვნით, რომლის ფარგლებშიც არ დაწყებულა საქმიანობა

39

ნებართვის/ნებართვის დანართის  ფარგლებში, საქმიანობის მიწოდების დროებით შეჩერება შესაძლებელია არაუმეტეს 6 თვის ვადით, რის თაობაზეც ნებართვის/ნებართვის დანართის მფლობელი სააგენტოს წერილობით ატყობინებს შეჩერებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში

გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, სააგენტოსთვის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, საქმიანობის მიწოდების დროებით შეჩერების ვადის გახანგრძლივება ერთჯერადად, გონივრული, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 12 თვის ვადით.

თუ ნებართვის/ნებართვის დანართის მფლობელი სააგენტოსთვის წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ აღადგენს შეჩერებულ საქმიანობას, ვალდებულია, მითითებული ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს სააგენტოს ნებართვის ან ნებართვის იმ დანართის გაუქმების მოთხოვნით, რომლის ფარგლებშიც არ აღადგინა საქმიანობა

40

ნებართვის/ნებართვის დანართის  ფარგლებში, დროებით შეჩერებული საქმიანობის მიწოდების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ნებართვის/ნებართვის დანართის მფლობელი წერილობით ატყობინებს სააგენტოს

სააგენტო, რისკის შეფასების პრინციპების გათვალისწინებით, შეტყობინების მიღებიდან  10 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოფს შეჩერებული საქმიანობისთვის ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისობის შემოწმებას,  საქმიანობის აღდგენის ან აღდგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და ნებართვის მფლობელის წერილობით ინფორმირებას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სერვისების მიწოდების განახლების ან განახლებაზე უარის თქმის შესახებ, დაწესებულება განაახლებს საქმიანობის მიწოდებას

41

ნებართვით/ნებართვის დანართით გათვალისწინებული სამედიცინო საქმიანობის მიწოდების დასრულების შემთხვევაში, ნებართვის/ნებართვის დანართის მფლობელი ვალდებულია, დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში განცხადებით მიმართოს სააგენტოს  ნებართვის/ნებართვის დანართის  გაუქმების თაობაზე“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე