თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 21/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016593
13
20/07/2026
ვებგვერდი, 21/07/2026
010250050.35.154.016593
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2026 წლის 20 ივლისი

დაბა თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.    
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის  სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.

მუხლი 2.    
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 მაისის №16 დადგენილება (ვებგვერდი, 04/06/2024, სარეგისტრაციო კოდი:  010250050.35.154.016536).

მუხლი 3.    
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 21 აგვისტოდან.

 



თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზი დიდებაშვილი



დანართი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულება

   
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურული ერთეულის – სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. სამსახური არის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებისა და ტრანსპორტის სფეროში მუნიციპალიტეტებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამარლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.

5. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები

სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

ბ) საქმიანობის საჯაროობა და გამჭვირვალობა;

გ) კანონის წინაშე თანასწორობა;

დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა;

ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;

ვ) მიუკერძოებლობა.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

1. ქონების აღიცხვის და მართვის საკითხებში:

ა) წინადადებების შემუშავებას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის შესახებ;

ბ) წინადადებების შემუშავებას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას მუნიციპალიტეტისათვის კანონით მიკუთვნებული ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით;

გ) წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით;

დ) კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შენობებისა და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების შეთანხმებას; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;

ვ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვა-რეგისტრაციას, გამიჯვნა-გაერთიანებას, უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებას;

ზ) თიანეთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის პროექტების მომზადებას;

თ) თიანეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასა და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე წარდგენის ორგანიზებას;

ი) თიანეთის მუნიციპალიტეტის ქონების რეალიზაციის მიზნით, აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებასა და შედეგების გაფორმებას;

კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული), ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული, მოქმედი კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების გატარებას;

ლ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული, მოქმედი კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების გატარებას, რაც გულისხმობდა აუქციონის წესით გაყიდვას;

მ) ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემას;

ნ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ო) წინადადებების შემუშავებას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის შესახებ;

პ) შემოსულ განცხადებებსა და კორესპონდენციებზე საპასუხო წერილების მომზადებას და ადრესატისთვის გაგზავნას;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

რ) სამსახურის ფუნქციებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მომზადებას და უფლებამოსილი პირისათვის მიწოდებას.

2. სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებისა და ტრანსპორტის საკითხებში:

ა)საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე (ან კომპეტენციის შესაბამისად);

ბ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო- სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაციასა და დაინტერესებული უწყებისათვის/პირებისათვის მიწოდებას;

გ) მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების აღრიცხვას და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვას;

დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას;

ე) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

ვ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ტარიფების განსაზღვრაზე;

თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი რისკების შემცველი ტერიტორიების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობას;

ი) მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების და გადაჭრის გზების მოძიებაში მონაწილეობას;

კ) ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობისა არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს დეტალურ აღწერას დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების თაობაზე, გარემოს დაცვის სააგენტოს წარუდგენს განცხადებას სკრინინგის ჩატარების შესახებ;

ლ) უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვა-რეგისტრაციას, გამიჯვნა- გაერთიანებას, უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებას;

მ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

ნ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ო) შემოსულ განცხადებებსა და კორესპონდენციებზე საპასუხო წერილების მომზადებას,  კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევას;

პ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. ეკონომიკის  დაგეგმვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სტატისტიკის საკითხებში:

ა) მუნიციპალიტეტის ორგანოების სამეურნეო საქმიანობის კოორდინაციას, მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და მერიის სამსახურებს შორის შესყიდული საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი საქონლის განაწილებას, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ აღრიცხულ მატერიალურ ფასეულობათა შენახვა-დაცვა და რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერიის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზებას;

გ) მერის, მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას, მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვასა და რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფას;

დ) ადმინისტრაციის სამეურნეო პროცესებისა და საქმიანობის შედეგების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციების მომზადებას;

ე) მერის, მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო პირობების შექმნაზე ზრუნვა და მათ აღჭურვას საქმიანობისათვის აუცილებელი ტექნიკითა და ინვენტარით;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას მოვლა-პატრონობას, მერის მიერ განსაზღვრული საწვავის ლიმიტის შესახებ ინდივიდუალური აქტის გაფორმება;

ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების და სპეცტექნიკის რეგისტრაციას;

თ) მერიის თანამშრომელთა მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, მერიის და სტრუქტურული ერთეულების მიერ დაკავებული შენობა-ნაგებობების და მასთან დაკავშირებული საინჟინრო სისტემების ექსპლუატაციასა და მოვლა-შენახვას.

ი) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების შესახებ ცხრილის სახით ინფორმაციის არსებობას;

ლ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ქონების მართვის მიმართულებების/უფლებამოსილებების უკეთ უზრუნველყოფის/განხორციელების მიზნით საჭირო სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და განახლებას;

მ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგსა და შეფასებას; კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ნ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მიზნით, კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;

ო)მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მიზნით, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას;

პ) ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების ხელშეწყობას და განვითარებას;

ჟ) მუნიციპალიტეტის სახელით დასადები ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას და შეთანხმებას;

რ) შემოსულ განცხადებებსა და კორესპონდენციებზე საპასუხო წერილების მომზადებას და ადრესატისთვის გაგზავნას;

ს) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

4. ასევე სამსახური უზრუნველყოფს:

ა) სამსახურის ფუნქციებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მომზადებას და უფლებამოსილი პირისათვის მიწოდებას;

ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

გ) შემოსულ განცხადებებსა და კორესპონდენციებზე საპასუხო წერილების მომზადებას და ადრესატისთვის გაგზავნას;

დ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელებისაგან.

მუხლი 5. სამსახურის უფროსი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის საჯარო მოხელეებს შორის;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, საჯარო მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინებისა და პროფესიული განვითარების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) აფასებს სამსახურის მოხელეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

ი) უზრუნველყოფს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

მუხლი 6. სამსახურის მოხელე

1. სამსახურის მოხელეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის საჯარო მოხელეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობის და სტრუქტურული ერთეულებისაგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

გ) მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და იყოს დაცული აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

ვ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ზ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;

თ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ი) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით;

კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სხვა უფლებებით.

3. სამსახურის საჯარო მოხელე ვალდებულია:

ა) საქმიანობა წარმართოს კანონმდებლობის, მერიის დებულებისა და ამ დებულების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის დავალებები;

გ) განუხრელად დაიცვას და შეასრულოს მერიის შინაგანაწესის მოთხოვნები;

დ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ;

ე) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

ვ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება;

ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

მუხლი 7. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.