დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 21/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.154.016592 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის დებულება დანართ №1-ის შესაბამისად. |
მუხლი 2.
|
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის №10 დადგენილება (ვებგვერდი, 02/05/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.154.016530). „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის №8 დადგენილება (ვებგვერდი, 02/05/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.154.016528). |
მუხლი 3.
|
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 21 აგვისტოდან. |
|
დანართი №1
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს. 2. სამსახური უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციას, მერიის საქმისწარმოებას, ადამიანური რესურსების მართვას, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობას, დასახლებების საერთო კრებების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას, ინფორმაციის საჯაროობას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელების კოორდინაციას. ასევე, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები ა) კანონმდებლობის საფუძველზე საქმიანობა (კანონიერება) – სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს, მოქმედი კანონმდებლობისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების მკაცრი დაცვით; ბ) საქმიანობის საჯაროობა და გამჭვირვალობა – სამსახურის საქმიანობა არის ღია. სამსახური უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჩართულობას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მერიის გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოქვეყნებას კანონით დადგენილი წესით; გ) კანონის წინაშე თანასწორობა – სამსახურის მოხელეები ვალდებული არიან თავისი უფლებამოსილებანი განახორციელონ მიუკერძოებლად, პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების თანასწორი დაცვით, ყოველგვარი დისკრიმინაციის, პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა ნიშნით გამორჩევის გარეშე; დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა – სამსახური მისთვის მინდობილ მუნიციპალურ რესურსებსა და უფლებამოსილებებს იყენებს რაციონალურად, მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური საჯარო შედეგის მისაღწევად და მუნიციპალური პროგრამების ეფექტიანად შესასრულებლად; ე) დისკრეციული უფლებამოსილების მართლზომიერი განხორციელება – კანონმდებლობით მინიჭებული თავისუფალი შეფასების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას, სამსახური მოქმედებს მხოლოდ საჯარო ინტერესების დასაცავად, იცავს თანაზომიერების პრინციპს და არ სცილდება კანონით დადგენილ საზღვრებს; ვ) მიუკერძოებლობა და ობიექტურობა – სამსახური ადმინისტრაციულ წარმოებას წარმართავს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე, პირადი, კერძო ან სხვა სუბიექტური ინტერესების გავლენის გარეშე. მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: 1. საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით: ა) მერიაში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მერიაში შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის რეგისტრაცია, დამუშავება და განაწილება, კორესპონდენციის განსახილველად კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლი, შესრულებული კორესპონდენციის გადაგზავნა; მერისა და მისი მოადგილეების სახელზე შემოსული კორესპონდენციების მიღება, შესწავლა, მომზადება და შესაბამისი წინადადებების (რეზოლუციის პროექტი, მოსაზრება) მერისათვის წარდგენა; ბ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციას, ინდექსაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ; გ) მერისა და მისი მოადგილეების მიერ გაცემული დავალებების აღრიცხვა და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის გადაცემა; დ) მერიის თანამდებობის პირთა ოფიციალური ვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ე) მერის და მერიის საჯარო მოსამსახურეთა ვიზიტების ორგანიზება, დაგეგმილი ღონისძიებებისა და შეხვედრების ფარგლებში ჩამოსული სტუმრების გამასპინძლებისა და დაბინავების მომსახურების უზრუნველყოფა; ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნება; ზ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და არქივირება; თ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით; ი) საჯარო ინფორმაციის მომზადება და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის დროული მიწოდება; კ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება; ლ) გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერიის თანამდებობის პირთა კომუნიკაციის უზრუნველყოფა მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; მ) სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზება; ნ) მერიის თანამდებობის პირების მიერ განხილული და ხელმოწერილი დოკუმენტების, სამართლებრივი აქტების, საოქმო დავალებების დანიშნულების მიხედვით დაგზავნა; ო) სხდომების/თათბირების მომზადებისა და ჩატარების, განსახილველი საკითხების დაგეგმვის ორგანიზება, სხდომებზე განსახილველი საკითხების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მიღება, სხდომების დღის წესრიგის ფორმირება, სხდომებზე დამსწრეთა შესაბამისი მასალებით უზრუნველყოფა მერის თანაშემწის ჩართულობით; პ) მერიაში დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების შეხვედრების, თათბირების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა; დღესასწაულებთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, ორგანიზაციებისათვის მისალოცი წერილების მომზადების ორგანიზება; ჟ) მერიის ეგიდით დაგეგმილი ფორუმების, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება; რ) არქივში დაცული დოკუმენტების გამოყენება და საარქივო ფონდის დოკუმენტების სახელმწიფო შენახვისათვის გადაცემა ნორმატიული აქტით დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად; ს) არქივის დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო ბაზის შექმნა და სისტემატურად გაუმჯობესება; ტ) საარქივო-საინფორმაციო მომსახურება, დოკუმენტების გამოყენების აღრიცხვისა და ანალიზის წარმოება; უ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და არქივირება; ფ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხს წარუდგენს შესაბამის საბჭოს განსახილველად; ქ) ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირის ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვის ან 9 ფაქტობრივად ცხოვრების მონიტორინგს.
2. საკადრო პოლიტიკისა და ადამიანური რესურსების მართვის კუთხით: ა) მერიის საკადრო პოლიტიკის შემუშავება და ადამიანური რესურსების მართვა; ბ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების მომზადება, მერიის საჯარო მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; გ) მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მათ მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის კონტროლი; დ) საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენის თაობაზე წინადადებების შემუშავება; საჯარო მოსამსახურეთა შეფასებისა და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ე) მერიის სტრუქტურულ ერთეულთა საკადრო პოტენციალის ანალიზი, კადრების საჭიროებათა შესწავლა და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; ვ) მოხელეთა სწავლების საჭიროების იდენტიფიცირება, მუნიციპალიტეტის წლიურ სასწავლო გეგმის შემუშავება; ზ) წინადადებების მომზადება მერიის სტრუქტურული ერთეულების მართვის სისტემის ოპტიმიზაციისა და საშტატო ნუსხის თაობაზე; თ) კადრების აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (eHRMS) მართვა და ადმინისტრირება, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების წარმოება, მათი სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო და სხვა დოკუმენტების მომზადება; ი) მთავრობის ადმინისტრაციისათვის თანამდებობის პირთა რეესტრის შესაბამისად თანამდებობაზე დანიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება, არსებული წესის მიხედვით თანამდებობების პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციების შესავსებად; კ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა. 3. ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით: ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; ბ) თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებთან; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაცია; დ) უსახლკაროთა რეგისტრაცია შემოსული განცხადებების საფუძველზე; ე) უმუშევართა რეგისტრაცია შემოსული განცხადებების საფუძველზე; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომის ვეტერანებისათვის სოციალური დახმარებების გაწევის თაობაზე წინადადებების შემუშავება; ზ) წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, აგრეთვე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სოციალური შეღავათების დაწესებისა და დახმარებების გაცემის თაობაზე; თ) შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის კატეგორიების გათვალისწინებით, სტატისტიკური მონაცემების წარმოება (მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა.შ.); ი )უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების აღრიცხვას. კ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის ფორმირებას. ლ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების პროცესის ხელშეწყობა; მ) მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების, საინფორმაციო და მხარდაჭერის სერვისების დანერგვისა და განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში; ნ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; ო) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; პ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; ჟ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა; რ) საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე ატარებს სოციალურ მუშაობას, რაც გულისხმობს: ს.ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას; ს.ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას; ს.გ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას; ს.დ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას; ს.ე) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას; ს.ვ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას; ტ) შრომის ბაზრის ანალიზი და შესაბამის წინადადებათა მომზადება; უ) თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, შესაბამის დაწესებულებებიდან სტატისტიკური მონაცემების მიღება და დამუშავება; ფ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარება; ქ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ღ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა; ყ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა; შ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება; ჩ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. 4. ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის კუთხით: ა) მერიაში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მერიაში შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის რეგისტრაცია, დამუშავება და განაწილება, კორესპონდენციის განსახილველად კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლი, შესრულებული კორესპონდენციის გადაგზავნა; ბ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმება და დოკუმენტბრუნვა; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნება; დ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და არქივირება; ე) მერიის თანამდებობის პირების მიერ განხილული და ხელმოწერილი დოკუმენტების, სამართლებრივი აქტების, საოქმო დავალებების დანიშნულების მიხედვით დაგზავნა; ვ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით; ზ) მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; თ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება; ი) გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერიის თანამდებობის პირთა კომუნიკაციის უზრუნველყოფა მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზება; კ) მერიაში დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების, შეხვედრების, თათბირების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა; ლ) მერიაში დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების, შეხვედრების, თათბირების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა; დღესასწაულებთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, ორგანიზაციებისათვის მისალოცი წერილების მომზადების ორგანიზება; მ) მერიის თანამდებობის პირთა ოფიციალური ვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ნ) მერიის ეგიდით დაგეგმილი ფორუმების, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა; ო) სოციალური ქსელების და ვებგვერდის ადმინისტრირება, სოციალურ ქსელებში, ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება, განახლება, რედაქტირება, საინფორმაციო უზრუნველყოფა და მართვა; პ) მერიის საკადრო პოლიტიკის შემუშავება და ადამიანური რესურსების მართვა; ჟ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების მომზადება, მერიის საჯარო მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; რ) მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მათ მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის კონტროლი; ს) საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენის თაობაზე წინადადებების შემუშავება; საჯარო მოსამსახურეთა შეფასებისა და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ტ) კადრების აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (eHRMS) მართვა და ადმინისტრირება, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების წარმოება, მათ სამუშაოზე მიღება, სამუშაოდან გათავისუფლება, შვებულებაში გასვლა, სამივლინებო და სხვა დოკუმენტების მომზადება; უ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი; ფ) მერიის სტრუქტურულ ერთეულთა საკადრო პოტენციალის ანალიზის, კადრების საჭიროებათა შესწავლა და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; ქ) საჯარო სამსახურის ბიუროსთვის თანამდებობის პირთა რეესტრის შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშნულ პირთა შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება არსებული წესის მიხედვით, თანამდებობების პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციების შესავსებად; ღ) მოხელეთა სწავლების საჭიროების იდენტიფიცირება, მუნიციპალიტეტის წლიურ სასწავლო გეგმის შემუშავება; ყ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა; შ) არქივში დაცული დოკუმენტების გამოყენება და საარქივო ფონდის დოკუმენტების სახელმწიფო შენახვისათვის გადაცემა ნორმატიული აქტით დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად; ჩ) არქივის დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო ბაზის შექმნა და სისტემატურად გაუმჯობესება; ც) საარქივო-საინფორმაციო მომსახურება, დოკუმენტების გამოყენების აღრიცხვისა და ანალიზის წარმოება; ძ) წინადადებების მომზადება მერიის სტრუქტურული ერთეულების მართვის სისტემის ოპტიმიზაციისა და საშტატო ნუსხის თაობაზე; წ) საჯარო ინფორმაციის მომზადება და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის დროული მიწოდება. ჭ) მერისათვის ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის, არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ხ) მერიის თანამდებობის პირების მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება; ჯ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება; ჰ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა საქმიანობის ხელშეწყობა სამსახურში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით; ჰ1) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების არსებობის შემთხვევაში აღნიშნული პროგრამებით მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედებათა განხორციელება; ჰ2) ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისა და განკარგვის საკითხებში ჩართულობა; ჰ3) წინადადებების შემუშავება ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიის დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის შესახებ. ჰ4) წინადადებების მომზადებას თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის/გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე - ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურთან ურთიერთკოორდინაციით. 5. განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის კოორდინაციის კუთხით; ა) განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; ბ) სამსახურის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განსახორციელებელი მუნიციპალური ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება; გ) შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციების ჩართულობით კომპეტენციის ფარგლებში განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროს პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა; დ) თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მართვაში არსებული განათლების, კულტურის, სპორტის, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა; ე) დღესასწაულებისა და მუნიციპალური მასობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება; მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული კულტურული და სპორტული მიმართულების დაწესებულებების მიერ გასახორციელებელი ღონისძიებების კოორდინაცია და ხელშეწყობა; ვ) კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში დამეგობრებული და აგრეთვე სხვა ქალაქების და მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული თანამშრომლობისა და ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა; ზ) თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მართვაში არსებული განათლების, კულტურის, სპორტის, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ახალი სასწავლო წლისა და ზამთრის სეზონის მოსამზადებელი წინადადებების მომზადება; თ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოსთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საჯარო სკოლებთან თანამშრომლობა; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრის დანიშვნის თაობაზე წინადადების შემუშავება; კ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღზრდისა და სწავლების ახალი მიდგომისა და ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა; ლ) თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებული განათლების, კულტურის და სპორტის სფეროს ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება; მ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების ხელშეწყობა. აღრიცხული, არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სიის სახით ინფორმაციის არსებობა და მათი პოპულარიზაცია; ნ) ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ო) კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენისა და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის; პ) სპორტის პოპულარიზაცია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა და მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, რ) ახალგაზრდების ინიციატივებისა და იდეების მხარდაჭერა, ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა და წინადადებების შემუშავება არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ურთიერთობა სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან; ს) ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმის მიზნით შესაბამისი პროექტების შემუშავება და განხორციელება; ტ) საგანმანათლებლო, სპორტულ და შემოქმედებით სფეროში განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების და სხვა ახალგაზრდების საქმიანობის წარმოჩენა, ხელშეწყობა და წახალისება; უ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლების, სპორტის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ფ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ქ) განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში განსაკუთრებული დამსახურების მქონე ღვაწლმოსილი პიროვნებების წარმოჩენა და წახალისება; ღ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მიწოდება მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის; ყ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებისა და სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება; შ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის – ადამიანური რესურსების მართვის, კოორდინაციის, საქმისწარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისაგან. ასევე ,ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებისა და საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ-ერთი მოხელეს. 3. მეორადი სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის, კოორდინაციის, საქმისწარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ასრულებს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 4. ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება ასრულებს მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 5. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის საჯარო მოხელეებს შორის; გ) განსაზღვრავს სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, საჯარო მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინებისა და პროფესიული განვითარების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) აფასებს სამსახურის მოხელეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; ი) უზრუნველყოფს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს. მუხლი 6. სამსახურის მოხელე 1. სამსახურის მოხელეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის საჯარო მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობის და სტრუქტურული ერთეულებისაგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და იყოს დაცული აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს; ვ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ზ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; თ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ი) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით; კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სხვა უფლებებით. 3. სამსახურის საჯარო მოხელე ვალდებულია: ა) საქმიანობა წარმართოს კანონმდებლობის, მერიის დებულებისა და ამ დებულების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის დავალებები; გ) განუხრელად დაიცვას და შეასრულოს მერიის შინაგანაწესის მოთხოვნები; დ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ; ე) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის; ვ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება; ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 7. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები