დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 6 აგვისტოს №05/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016146 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 6 აგვისტოს №05/24 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/08/2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.088.016092) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დირექტორის მოადგილესა და სტრუქტურული ერთეულების უფროსებზე მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ;“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-33 პუნქტები: „31. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 32. დირექტორის მოადგილე: ა) კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ავიზებს ცენტრში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) ასრულებს ამ დებულებით, კანონმდებლობითა და დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 33. დირექტორის მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება დირექტორის გათავისუფლებისთანავე/უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. დირექტორის მოადგილის გათავისუფლების სხვა საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, ხოლო მათი ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა პირი.“; დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების შეწყვეტის ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ახალი დირექტორის დანიშვნამდე, მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. აგრეთვე მინისტრი უფლებამოსილია დირექტორის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში ან მისი არყოფნისას დირექტორის ფუნქციების დროებით შესრულება დააკისროს სხვა პირს.“. 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) შუამდგომლობს დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყოფის თაობაზე; კ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს დირექტორისა და დირექტორის მოადგილის დავალებებს;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები