,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 მაისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 მაისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.109.016474
10
16/07/2026
ვებგვერდი, 21/07/2026
010250050.35.109.016474
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 მაისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2026 წლის 16 ივლისი

ქ. მარტვილი

 

„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 მაისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 მაისის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/05/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.109.016400) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552 მუხლის, 556 მუხლის, 771 მუხლის, 825 მუხლის, 103-ე მუხლის, 1032 მუხლის, 1341 მუხლის, 135-ე მუხლის, 1461 მუხლის, 150-ე მუხლის, 1501 მუხლის, 151-ე მუხლის, 152-ე მუხლის, 1525-1529 მუხლების, 153მუხლის, 1534 მუხლის, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 2093 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 2341 მუხლის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 242-ე მუხლის 31 ნაწილის, 243-ე მუხლის 21 ნაწილის, 268-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 273-ე მუხლის, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12-მე-15 ნაწილების, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:";

ბ) დადგენილების პირველი  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 2 მუხლის, 55 6 მუხლის, 77 1 მუხლის, 82 5 მუხლის, 103-ე მუხლის, 103 2 მუხლის, 134 1 მუხლის, 135-ე მუხლის, 146 1 მუხლის, 150-ე მუხლის, 1501 მუხლის, 151-ე მუხლის, 152-ე მუხლის, 152 5-152 9 მუხლების, 153 მუხლის, 153 4 მუხლის, 158 5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე - 35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან  მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).”;

გ) დადგენილების მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552 მუხლის, 556 მუხლის, 771 მუხლის, 825 მუხლის,103-ე მუხლის, 1032 მუხლის, 1341 მუხლის, 135-ე მუხლის, 1461 მუხლის, 150-ე მუხლის, 1501 მუხლის, 151-ე მუხლის, 152-ე მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1533 მუხლის,1534 მუხლის, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552 მუხლის, 556 მუხლის, 771 მუხლის, 825 მუხლის, 103-ე მუხლის, 1032 მუხლის, 1341 მუხლის, 135-ე მუხლის, 1461 მუხლის, 150-ე მუხლის, 1501 მუხლის, 151-ე მუხლის, 152-ე მუხლის, 1525-1529 მუხლების, 153მუხლის, 1534 მუხლის, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე - 35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო მოხელე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552 მუხლის, 556 მუხლის, 771 მუხლის, 825 მუხლის, 103-ე მუხლის, 1032 მუხლის, 1341 მუხლის, 135-ე მუხლის, 1461 მუხლის, 150-ე მუხლის, 1501 მუხლის, 151-ე მუხლის, 152-ე მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1533 მუხლის, 1534 მუხლის, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552 მუხლის, 556 მუხლის, 771 მუხლის, 825 მუხლის, 103-ე მუხლის, 1032 მუხლის, 1341 მუხლის, 135-ე მუხლის, 1461 მუხლის, 150-ე მუხლის, 1501 მუხლის, 151-ე მუხლის, 152-ე მუხლის, 1525–1529 მუხლების, 1533 მუხლის,1534 მუხლის, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ სამართალდამრღვევის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მიწოდება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეელდარი თოდუა