დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.141.016492 |
|
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, |
| მუხლი 1 |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25.12.2025., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.141.016471) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ან ოჯახის წევრის ანგარიშზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე. 3. დახმარების ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ (არაუმეტეს 300 (სამასი) ლარი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.“. 2. მე-17 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბენეფიციართა სიები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებიდან, ან/და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე. 4. დახმარების ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.“. 3. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელია მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური 1. ბენეფიციარების სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური. 2. მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური პასუხისმგებელია ყველა სახის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ დამუშავებაზე.“. 4. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სოციალური დახმარების შესახებ განცხადების განხილვისას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ დოკუმენტაციასა და მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისათვის შესაბამის სამუშაო ჯგუფს, შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები