დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N6-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16-61 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017455 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-18 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 30/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017384) და დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №3) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ჰქონდეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურების განხორციელების სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში ჰქონდეს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე სულ მცირე 30 ბავშვისათვის მომსახურება მიწოდებული უწყვეტად, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, კერძოდ, ბავშვის/მოზარდის უნარების შეფასება/გადაფასება საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით (ინსტრუმენტები: ABLLS,VB-MAPP, ყოველთვიურად წარმოებული შესაბამისი ჩანაწერებით, გრაფიკებითა და მიზნებით);“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები