დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 385 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.025934 |
|
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/05/2023, 010240030.10.003.024010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების 21 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა) გამოცხადდეს ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:“. 2. დადგენილების 21 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ბ) სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენის ვადად განისაზღვროს 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, გამოცხადებული კონკურსების შესაბამისად; გ) სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე − www.vacancy.hr.gov.ge;“; ა. ბ) „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში;“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებებს ეთხოვოთ, 2026 წელს სტაჟირების კონკურსი ჩაატარონ მათი შესაბამისი დებულებებით, ამ მუხლით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით და აგრეთვე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა იხელმძღვანელოს ამ დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის“ VIII თავით – „სტაჟირების სპეციალური წესით“, ამ მუხლით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის: ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის აპარატზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატზე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაზე, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე და ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე – აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაზე, დიპლომატიურ სამსახურზე, საქართველოს პროკურატურაზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემასა და სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე.“; ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო დაწესებულება სტაჟიორის შესარჩევ კონკურსს აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (შემდგომში − ადმინისტრაცია) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.“; გ) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია სტაჟირების მსურველი პირის შეფასება, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის ნაცვლად, დაავალოს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელს ან/და იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელს, რომელშიც უნდა შეირჩეს სტაჟიორი.“; დ) მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი III. სტაჟირების მსურველი პირისა და სტაჟიორის უფლებები-მოვალეობები“; ე) 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურებისას, გარდა სტაჟიორის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებისთვის თავის არიდებისას;“; ვ) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, ის საჯარო დაწესებულება, სადაც მუშაობა ითვლება საჯარო სამსახურად, გასცემს ცნობას, რომელშიც აისახება ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების პერიოდი და ჩაითვლება საჯარო სამსახურის საერთო სტაჟში, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შემავალი საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირი გასცემს ცნობას, სადაც სტაჟირება ითვლება საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.“; ზ) 27-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აპარატი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტაჟიორთა კვოტის შესაბამისად, აქვეყნებს სტაჟიორის კონკურსს ყოველი წლის შემოდგომის ან/და გაზაფხულის პერიოდში, ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.vacancy.hr.gov.ge). 4. საჯარო დაწესებულებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტაჟიორად პირი მიიღება ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.vacancy.hr.gov.ge) განთავსებულ სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის რეგისტრაციისა და სტაჟირების უწყებათაშორის საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების მეშვეობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები