„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016823
39
07/08/2026
ვებგვერდი, 13/08/2026
010250050.35.105.016823
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2026 წლის 7 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/09/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016528) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი ჩამოყალიბდეს ახალი  თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის პირველი აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითაზო ფაცაცია



დანართი

 

ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ზედამხედველობის  სამსახურის  დებულება

მუხლი 1. მერიის ზედამხედველობის სამსახური
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს კონტროლს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის, რეკლამის/აბრის განთავსების, გარე ვაჭრობის და დასუფთავების წესების დარღვევაზე.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

4. სამსახური ანგარიშვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.

5. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ან/და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი მოადგილე.

6. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

7. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შოთა რუსთაველის ქ. №90.


მუხლი 2. სამსახურის მიზნები
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

1. მუნიციპალური კანონიერების დაცვა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო, კეთილმოწყობისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულების უზრუნველყოფა.

2. უსაფრთხო და მოწესრიგებული ურბანული გარემოს შექმნა: მშენებლობის პროცესში ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე კონტროლი, რაც მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ.

3. მუნიციპალიტეტის ესთეტიკური იერსახის შენარჩუნება: მუნიციპალიტეტის იერსახის ვიზუალური მოწესრიგება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და უსახური/უკანონო კონსტრუქციებისგან საჯარო სივრცის გათავისუფლება.

4. საჯარო ინტერესებისა და საკუთრების დაცვა: მუნიციპალური და სახელმწიფო ქონების, მიწის რესურსებისა და საერთო სარგებლობის ადგილების თვითნებური დაუფლებისა და არამიზნობრივი გამოყენების პრევენცია.

5. გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაცია: მწვანე ნარგავების დაცვა, დასუფთავების წესების კონტროლი და ეკოლოგიური სტანდარტების დაცვის ხელშეწყობა.

6. პრევენციული ზედამხედველობის კულტურის დანერგვა: არა მხოლოდ სამართალდარღვევებზე რეაგირება, არამედ მათი თავიდან აცილება მოქალაქეებისა და ბიზნესსუბიექტების დროული ინფორმირებისა და კონსულტირების გზით.

7. ობიექტური და გამჭვირვალე მონიტორინგი: სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მიუკერძოებელი კონტროლის განხორციელება, რაც გამორიცხავს შერჩევით მიდგომებს და ზრდის საზოგადოების ნდობას მუნიციპალური მმართველობის მიმართ.

8. ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის გარანტირება: მუნიციპალური შეკვეთით შესრულებული სამუშაოების პროექტთან და ვადებთან შესაბამისობის მკაცრი კონტროლი საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვის მიზნით.

9. მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის გაზრდა: თანამედროვე ტექნოლოგიების (ფოტო-ვიდეო- ფიქსაცია, ციფრული რუკები) გამოყენება სამართალდარღვევათა სწრაფი იდენტიფიცირებისა და ოპერატიული რეაგირებისთვის.


მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური   შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ან განყოფილების უფროსი.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსის მოადგილე, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ან განყოფილების უფროსი.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება განისაზღვრება მერიის დებულებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

8. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილება;

ბ) მონიტორინგის განყოფილება;

გ) ექსპლუატაციის განყოფილება.


მუხლი 4. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია ამ დებულებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.

2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და დასუფთავების წესების დარღვევაზე ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობაზე კონტროლის განხორციელება;

გ) მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი წილის) არსებული წესების დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემაზე კონტროლის განხორციელება;

დ) სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებაზე ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობაზე კონტროლის განხორციელება;

ე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ვ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა;

ზ) ხეების და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განვითარებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვასა და დაზიანებაზე კონტროლის განხორციელება;

თ) დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

ი) მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობაზე კონტროლის განხორციელება;

კ) ისტორიისა და კულტურის ძეგლების, გარემოსა და ტერიტორიების საინჟინრო პირობების დაცვაზე სათანადო კონტროლის განხორციელება;

ლ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ზომების განხორციელება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის შედგენა;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წესრიგის დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;

ნ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრება;

ო) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, რომლის უზრუნველსაყოფადაც უფლებამოსილია შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;

ჟ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელება საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;

რ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მიერ საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

ს) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებსა და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

ტ) პროექტის, სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟის განხორციელება, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება;

უ) დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;

ფ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება დადგენილი წესით, წინადადებების მომზადება მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;

ქ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოება მერიის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;

ღ) ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში მონაწილეობა;

ყ) მიმწოდებელ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით შესრულებულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობის დადგენა, მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით ერთობლივი დოკუმენტაციის გადაცემა შესაბამისი სამსახურისათვის;

შ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში (წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე) სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და საჭირო პროცედურების განხორციელება;

ჩ) მერიის სხვა სამსახურებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ;

ც) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება და მიღება-ჩაბარება;

ძ) სამშენებლო პროცესის კონტროლი, დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მიმოწერის განხორციელება და დარღვევის აღმოფხვრის კონტროლი;

წ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების კონტროლი;

ჭ) რეკლამის, აბრის განთავსების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათ დადგენილ წესებთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლის განხორციელება, აგრეთვე რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლის განხორციელება;

ხ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმის მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;

ჯ) 50000 ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით შუალედურ და დამთავრებულ მშენებლობებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის: წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების, ფორმა №2-ის, შუალედური და საბოლოო დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება და სამსახურის უფროსისათვის, აგრეთვე მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის  წარდგენა;

ჰ)  50000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურულ  პროექტებზე აკრედიტებული A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობის დადგენა.


მუხლი 5. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
1. ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.

2.ზედამხედველობის სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია ზუგდიდის მერის წინაშე.

3. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ პროექტებს, საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, ანაწილებს ფუნქციებს და გასცემს დავალებებს. ისმენს ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ზ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე;

თ) კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;

ი) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;

კ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

მ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 6. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეები
1. ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.

2. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

3. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.

4. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეები:

ა) სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევენ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) აკონტროლებენ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას;

გ) ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სამსახურის უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

დ) ასრულებენ სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერენ ან ვიზას ადებენ მათ მიერ ან მათ საკურატორო სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.


მუხლი 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზაოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და დასუფთავების წესების დარღვევაზე;

ბ) კონტროლს სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებაზე ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობაზე;

გ) კონტროლს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;

დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენას;

ე) კონტროლს ხეების და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განვითარებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე;

ვ) დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას;

ზ) კონტროლს მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობაზე;

თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ზომების განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის შედგენას;

ი) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრებას;

კ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას;

ლ) კონტროლის განხორციელებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც უფლებამოსილია შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;

მ) მონიტორინგს/კონტროლს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრვი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;

ნ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე ზედამხედველობას და კონტროლს/მონიტორინგს;

ო) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობას და კონტროლს;

პ) პროექტის, სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერების, დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებას;

ჟ) დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებას კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;

რ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას დადგენილი წესით, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;

ს) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას მერიის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;

ტ) რეკლამის, აბრის განთავსების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათ დადგენილ წესებთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლის განხორცილებას, აგრეთვე, რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლის განხორციელებას;

უ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმის მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებას;

ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 8. ექსპლუატაციის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და დოკუმენტურ უზრუნველყოფას;

ბ) ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეკრულებების, შესაბამისი რეესტრებისა და მონაცემთა ბაზების წარმოებას, განახლებას და ადმინისტრირებას;

გ) კონტრაქტორ ორგანიზაციებთან, საპროექტო ორგანიზაციებთან, ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან და სხვა შესაბამის დაწესებულებებთან ოფიციალური მიმოწერისა და დოკუმენტური კოორდინაციის უზრუნველყოფას;

დ) შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტების, ინსპექტირების ჯგუფის დასკვნების, თანხის გადარიცხვის ბრძანებების პროექტების მომზადებას;

ე) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

ვ) ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების განხილვას და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას, წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელებას;

ზ) ობიექტზე გასვლას, მშენებლობის პროექტთან შესაბამისობის, მშენებლობის დასრულების ფაქტობრივი მდგომარეობისა და სხვა კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების შეფასებას;

თ) საჭირო ინფორმაციის, ანგარიშების, ცნობებისა და ანალიტიკური მასალების მომზადებას;

ი) მიმწოდებელის მიერ სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხების მიმწოდებელზე  დაკისრების მიზნით სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას;

კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 9. მონიტორინგის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების კონტროლს;

ბ) მერიის მიერ შემსრულებელ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალიწინებული სამუშაოების აღრიცხვას და ინფორმაციული ბაზის შედგენას;

გ) მიმწოდებელ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით შესრულებულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობის დადგენას, მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებას და შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით ერთობლივი დოკუმენტაციის გადაცემას შესაბამისი სამსახურისათვის;

დ) სამშენებლო სამუშაოების ვადების დაცვის კონტროლს, სამუშაოების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში საჯარიმო დღეების განსაზღვრას, შესაბამისი აქტების შედგენას და კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას;

ე) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებასა და მიღება-ჩაბარებას;

ვ) მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის კონტროლს;

ზ) სამშენებლო პროცესის კონტროლს, დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მიმოწერის განხორციელებასა და დარღვევის აღმოფხვრის კონტროლს;

თ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას;

ი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობას და კონტროლის განხორციელებას;

კ) 50000 ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით შუალედურ და დამთავრებულ მშენებლობებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის: წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების, ფორმა 2-ის შუალედური და საბოლოო დოკუმენტაციის ანალიზს, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადებას და სამსახურის უფროსისათვის, აგრეთვე მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის  წარდგენას;

ლ)  50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით მიმწოდებლის მიერ გასაწევი ან გაწეული მომსახურების მოცულობისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლს და ზედამხედველობას, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირების საკითხებში მიმწოდებელთან თანამშრომლობას;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტის მართვა

1. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი მოვალეობები შეასრულოს მიუკერძოებლად, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პრინციპით, რაც გამორიცხავს პირადი ინტერესების გავლენას სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე.

2. სამსახურის თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის მართვის საკითხები რეგულირდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით აცნობოს სამსახურის უფროსს ან მერს ნებისმიერი იმ გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი მის მიერ შესასრულებელ სამსახურებრივ ფუნქციებთან მიმართებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, სამსახურის მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება და არ მიიღოს მონაწილეობა შესაბამისი საკითხის განხილვაში, მომზადებასა თუ გადაწყვეტაში.

5. სამსახურის უფროსი ვალდებულია გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად, რაც შეიძლება მოიცავდეს კონკრეტული საკითხის განხილვის სხვა თანამშრომლისათვის დავალებას.

6. ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის განზრახ დამალვა ან ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს.


მუხლი 11. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
დებულების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერის წარდგინებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.