მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2027 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ

მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2027 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-335
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 13/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.017010
2-335
13/08/2026
ვებგვერდი, 14/08/2026
360160000.22.023.017010
მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2027 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება 2-335

2026 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების 2027 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს  კანონის 381 მუხლის მე-6 პუნქტის და „ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აგვისტოს №286 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1

დამტკიცდეს 2027 წლის საიმპორტო წლიური კვოტა შემდეგი ნივთიერებისთვის:

1. ქლორდიფთორმეთანი (CHF2Cl, HCFC-22) – 15,00 მეტრული ტონა;

2. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის F დანართით განსაზღვრული ნივთიერებები  700 000  ტონა ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტი.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი