„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016562
21
12/08/2026
ვებგვერდი, 13/08/2026
010250050.35.121.016562
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2026 წლის 12 აგვისტო

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №17 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 09.07.2026 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016558) დანართში  ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში  სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით ერთიანი მუნიციპალური პოლიტიკის, სტრატეგიებისა და პროგრამების შემუშავებას, განხორციელებას და კოორდინაციას; შესაბამისი სამსახურების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას.“.

2. დანართის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახური ასრულებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს სპორტის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერიის დებულების და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.“.

3. დანართის 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.“.

4. დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს და საქართველოს სპორტის სამინისტროს სტრატეგიებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელება, ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების დასახვა და ამ მიზნით საკონსულტაციო, საორგანიზაციო და სხვა სახის საქმიანობა.“.

5. დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება.“.

6. დანართის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. დანართის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეშოთა გიორგაძე