დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/81 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016149 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22/07/2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.088.016091) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალების, ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული გალერეისა, ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის: ბოლნისის მუზეუმი, მცხეთის მუზეუმი, რაჭის მუზეუმი და პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი; ლევილის ქართული აკადემია; პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია მდებარეობს საფრანგეთში, ლევილ-სიურ-ორჟის კომუნაში საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე და მოიცავს ლევილის მამულში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისა და ქართულ-ფრანგული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ სამუზეუმო-სახელოვნებო კულტურულ-საგანმანათლებლო კერას.“. 2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) რაჭის მუზეუმი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები