„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2-338
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 13/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2026
ძალაში შესვლის თარიღი 17/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.017012
2-338
13/08/2026
ვებგვერდი, 14/08/2026
360160000.22.023.017012
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-338

2026 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :


მუხლი 1

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013; სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016151) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ და „დ3“ ქვეპუნქტები:

„დ2) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად;

3) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;“;

ბ) მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) მინისტრს დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის, ტერიტორიული ორგანოების უფროსებისა და მათი მოადგილეების კანდიდატურებს;“

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის სამსახური.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) იმერეთის რეგიონული სამმართველო;“;

გ) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) აჭარის რეგიონული სამმართველო;“;

დ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები:

„თ1) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველო;

2) გურიის რეგიონული სამმართველო“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვა;“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დეპარტამენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების ამოცანებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოების ორგანიზება;

ბ) დეპარტამენტის თანამშრომელთა პირადი საქმეების მოწესრიგება;

გ) საშტატო ნუსხის წარმოება;

დ) გათავისუფლებული დეპარტამენტის თანამშრომლების პირადი საქმეების დაარქივების ორგანიზება;

ე) დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსისა და ატესტაციის, ასევე სტაჟიორთა მიღების შესახებ კონკურსის ჩატარების  ორგანიზაციული უზრუნველყოფა  სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით დეპარტამენტის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების, შვებულების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოცხადების, მივლინების ბრძანებების პროექტების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება;

თ) დეპარტამენტის თანამშრომლებზე დეპარტამენტში მუშაობის შესახებ ცნობების  მომზადება;

ი)  სტაჟირების გავლის შესახებ ცნობების მომზადება;

კ) დეპარტამენტის თანამშრომლებზე სამსახურებრივი მოწმობის გაცემისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;

ლ) დადგენილი წესით რეორგანიზაცია-შემცირების ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

ნ) ადამიანური  რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში (eHRMS) დეპარტამენტის თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და  შესაბამისი ინფორმაციის ასახვა;

ო) დეპარტამენტში შემოსული და გასული კორესპონდენციების, ასევე შიდა მიმოწერის, ელექტრონული საქმისწარმოების წესის შესაბამისად, ორგანიზება და კოორდინაცია;

პ) კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონული საქმისწარმოების წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვისა და მათი შესრულების კონტროლი, აგრეთვე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაცია და საქმისმწარმოებლებისა და ანალიტიკოსი/საქმისმწარმოებლების მეთოდური დახმარების გაწევა;

ჟ) საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფა, ყოველდღიურად დეპარტამენტში მომზადებული წერილების გადაგზავნა სხვადასხვა უწყებასთან და დაწესებულებასთან  ელექტრონულად, ასევე ფოსტის მეშვეობით;

რ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების  ფორმების მიღება, შენახვა, აღრიცხვა-ანგარიშგება, განაწილება, დაბრუნება და გაუქმების წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ს) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

4. 73 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ზ1 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის გ1 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტის კ1 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 74 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დათვალიერების/შესწავლისას დადგენილი წესით ინსპექტირების აქტის შედგენა, ხოლო დათვალიერების/შესწავლის პროცესში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და შესაბამისი დადგენილების გამოტანა, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების გატარება;“.

6. 76 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახური უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამსახურებრივი ინსპექტირება კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) განახორციელოს სამსახურებრივი ინსპექტირება დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებების, მასმედიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებული მასალების, სამინისტროს ცხელი ხაზითა და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით მიღებული ინფორმაციების ან ცალკეულ პირთა განცხადებების საფუძველზე;

გ) განახორციელოს დისციპლინური წარმოება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

დ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებზე, დეპარტამენტის უფროსს, საქმის მასალებთან ერთად, წარუდგინოს დასკვნა მათ მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;

ე) დეპარტამენტის თანამშრომელთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოამზადოს საქმის მასალები, დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში გადასაგზავნად;

ვ) დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან ან დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებიდან გამოითხოვოს (წერილობით ან სიტყვიერად) და დაუბრკოლებლად მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია;  

ზ) საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მოიწვიოს დეპარტამენტის ნებისმიერი მოსამსახურე, მიიღოს მისგან წერილობითი ან სიტყვიერი განმარტება და მათ კომპეტენციას განკუთვნილ სპეციფიკურ საკითხებზე შესაბამისი წერილობითი დასკვნა, ამასთან, დეპარტამენტის მოსამსახურე ვალდებულია შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის თანამშრომელს კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს დახმარება;

თ) სამსახურებრივი ინსპექტირების პროცესში, მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დეპარტამენტის თანამშრომლისაგან საჭირო დოკუმენტი ან ინფორმაცია;

ი) აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდაციის ან კონსულტაციის მიზნით მოითხოვოს  სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულებების დახმარება;

კ) დასვას საკითხი რეგულირების ობიექტის ინსპექტირების თაობაზე ან/და დაესწროს  რეგულირების ობიექტის ინსპექტირებას.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3მე-5 პუნქტები:

„3. დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განყოფილების ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა;

ბ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ დისციპლინის, კანონიერებისა და დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვიდეოთვალთვალის მეშვეობით), ასევე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების, საჩივრების ან სხვა სახის ინფორმაციის შესწავლა, მოქალაქეებისთვის (ნებაყოფლობით საფუძვლებზე) და დეპარტამენტის თანამშრომელთათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, ასევე მათგან ინფორმაციის მიღება;

გ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მოპოვებული მასალების ანალიზის საფუძველზე გამოვლენილ კანონდარღვევებსა და სამსახურებრივ გადაცდომებზე ინფორმაციის, აგრეთვე მათი აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;

დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის სამსახურებრივი შემოწმების განყოფილების ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების დაცვის მდგომარეობის, დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა ჯეროვანი გამოყენების მდგომარეობის კონტროლი;

ბ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ალკოჰოლური სიმთვრალეზე შემოწმება და ალკოჰოლურ სიმთვრალეზე გამოვლენილ ფაქტებზე შესაბამის რეაგირების გატარება;

გ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ დისციპლინის, კანონიერებისა და დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვიდეოთვალთვალის მეშვეობით), ასევე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების, საჩივრების ან სხვა სახის ინფორმაციის შესწავლა, მოქალაქეებისთვის (ნებაყოფლობით საფუძვლებზე) და დეპარტამენტის თანამშრომელთათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, ასევე მათგან ინფორმაციის მიღება;

დ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა;

ე) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დეპარტამენტის თანამშრომლისაგან საჭირო დოკუმენტი ან ინფორმაცია;

ვ) დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებით განსაზღვრული, დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესით გათვალისწინებული პატრულირების ან/და ინსპექტირების პროცესში სავალდებულოდ შესადგენი დოკუმენტების შედგენაზე სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება;

ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებებით შეუძლიათ ისარგებლონ ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულმა განყოფილებებმა.“.

7. დაემატოს შემდეგი შინაარსის 710 მუხლი:

„მუხლი 710. დეპარტამენტის სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის სამსახური

დეპარტამენტის სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის სამსახურის ამოცანებია:

ა) ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი და ამ მიზნით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის შესაბამისი ელექტრონული სისტემების გამოყენება;

ბ) ვიზუალური გამონაბოლქვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის შემოწმების ჩატარების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური გამზომი საშუალებების გამოყენებით ან/და ორგანოლეპტიკური შემოწმების მეთოდით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების გატარება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დადგენილების გამოტანა;

ვ) სამართალდამრღვევისათვის საურავის დაკისრება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

თ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 17 აგვისტოდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი